“ნისანის” ოფიციალურმა დისტრიბუტორმა საქართველოში კომპანია „ჯეო ავტომ“ ნისანის ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი, მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილი განახლებული Nissan Leaf წარმოადგინა.
ელექტრომობილი Nissan Leaf საქართველოში “ნისანის” ცენტრში ოფიციალურად 2017 წლის აგვისტოდან გაიყიდება.
როგორც ”ჯეო ავტოში” აცხადებენ, 2017 წლის Nissan Leaf არა მხოლოდ ვიზუალურად დაიხვეწა, არამედ ტექნოლოგიურადაც გაუმჯობესდა.
ამ ელექტრომობილის ბატარეის ერთი სრული დამუხტვა უკვე 250კმ გარბენის საშუალებას იძლევა. “ნისანის” ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიები კი სიმბიოზს ქმნიან ბუნებასთან.
”Nissan Leaf ეს არის: 100% ელექტრო მობილი. 0 წვეთი ბენზინით და გამონაბოლქვით.
მისი კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ ნისან ლიფს ნაკლები სათადარიგო ნაწილები და ნაკლები მომსახურება სჭირდება!
თუმცა, Nissan Leaf არა მხოლოდ ნულოვანი გამონაბოლქვი და ავტომობილის შენახვის ნაკლები ხარჯებია, ეს არის ავტომობილი, რომლის მართვაც სიამოვნებას მოგანიჭებთ.
ამ მოდელის ტევად 5 ადგილიან სალონში საკმარისი სივრცეა მთელი ოჯახისთვის.
ნისანის მოწინავე ტექნოლოგიები თქვენს მგზავრობას უფრო კომფორტულს გახდის.