ამერიკული საავტომობილო გამოცემის motor1-ის სპეციალისტებმა ბაზრის სხვადასხვა სეგმენტის ყველაზე პრაქტიკული ავტომობილები გამოავლინეს.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგში წარმოდგენილი ყველა მოდელი მსოფლიო ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა.
კომპაქტური ავტომობილების კლასში ყველაზე პრაქტიკული მოდელის წოდება Subaru Impreza-ს ერგო ჰეთჩბეკის ძარით. მას ცოტა საწვავი სჭირდება და თავისი გაბარიტებისდა მიუხედავად, დიდი სალონი აქვს.
საუკეთესო საშუალო ზომის ავტომობილი იაპონური Toyota Prius V გახდა, რომელიც თავისი ჰიბრიდული ძრავის წყალობით ეკონომიური და პრაქტიკული გადაწყვეტილებაა.
საშუალო საფასო კატეგორიის სეგმენტში გამარჯვება Volvo V60-მა მოიპოვა. რომელიც ექსპერტებმა პრქტიკულად დიდი სალონისა და უსაფრთოების სისტემების დიდი რაოდენობის გამო მიიჩნიეს.
ყველაზე პრაქტიკული სრულზომიანი სედანი Toyota Avalon Hybrid აღმოჩნდა, რომელსაც დიდი საბარგული და სალონის ხარისხიანი გაწყობა აქვს.
რაც შეეხება მდიდრული სრულზომიანი ავტომობილების კატეგორიას, აქ ლიდერობა პრაქტიკულობის მხრივ Lincoln Continental-ს ერგო. ამ ავტომობილს სერვისების მთელი რიგი და მათ შორის პირადი მძღოლიც კი „მოყვება”, რაც რა თქმა უნდა დამატებითი თანხის გადახდის შემთხვევაშია ხელმისაწვდომი.
კომპაქტური ქროსოვერების კლასში ლიდერი Toyota RAV4-ია, ხოლო მდიდრული „პარკეტის ავტომობილების” სეგმენტში ყველაზე პრაქტიკულად Lexus NX 300h დასახელდა.
საუკეთესო სრულზომიანი ყველგანამავალი Toyota Highlander-ია, ხოლო მინივენების კლასში ყველაზე პრაქტიკული Chrysler Pacifica-ია. რაც შეეხება პიკაპების კატეგორიას, აქ ყველაზე პრაქტიკული და საიმედო Honda Ridgeline აღმოჩნდა.