თუ გერმანული ავტომწარმოებელი Volkswagen კვლავაც გადაწყვეტსს Golf-ის ისტორიის გაგრძელებას, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ 2016 წელს კომპანია ოფიციალურად წარადგენს მეექვსე თაობის განახლებულ ავტომობილს. ხოლო თუ ამ ლოგიკას მივყვებით, გამოდის, რომ 2017 წელს გერმანელები Golf8-ს შემოგვთავაზებენ, რაც ნამდვილად არ არის ტყუილი. – წერს ბრიტანული გამოცემა AutoExpress.
სინამდვილეში მერვე თაობის Golf-ის ესკიზები და კონცეპტუალური მოდელები მართლაც არსებობს და Volkswagen Golf Vision GTI-ის სახელით არის ცნობილი. კონცეპტუალური მოდელები უკვე რამდენიმე ავტოშოუზე იქნა წარდგენილი და კრიტიკოსების კეთილგანწყობაც მოიპოვა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი Golf 8 -ის პრეზენტაცია 2017 წელს იგეგმება.
თუმცა, მანამდე სანამ ოფოციალური პრეზენტაციის კადრები გავრცელდება, საშუალება გვაქვს წინასწარ შევათვალიეროთ ავტომობილი და მშვიდად დაველოდოთ 2017 წელს – იუწყება AutoExpress.
[Best_Wordpress_Gallery id=”55″ gal_title=”VW Golf”]