LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2017 წელს პროექტი ახალი ტფილისის მეორე ეტაპი იწყება

427

„2016 წელს ჩვენ განვახორციელეთ ისეთი მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიც  „ახალი ტფილისია“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სასტუმრო „რადისონში“ გამართულ 2016 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

“ახალი ტიფლისი”

პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში დავით აღმაშენებლის გამზირზე პირვანდელი სახით აღდგა 51 ისტორიული შენობა, მათ შორის 41 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ავთენტური იერსახით შენარჩუნდა შენობების ფასადები და ისტორიული ორნამენტები, სრული რესტავრაცია ჩაუტარდა ძველებურ აივნებს, კარებს და ჭიშკრებს, ისტორიულ სადარბაზოებს. გამზირზე მთლიანად შეიცვალა საკომუნიკაციო სისტემა, კეთილმოეწყო სავალი გზა.

 

“ახალი ტიფლისის” მეორე ეტაპი

2017 წელს იწყება პროექტ „ახალი ტფილისის“ მეორე ეტაპი, რომელიც ორბელიანის მოედნისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას მოიცავს.

პროექტ „ახალი ტფილისის“ მიზანია თბილისის მდიდარი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის განახლების და გამოყენების ხელშეწყობის გზით, ეკონომიკის სტიმულირება და განვითარება.

უფრო კონკრეტულად, პროექტი უზრუნველყოფს მტკვრის ორივე სანაპიროზე დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნა-განვითარებას და მისი მიმზიდველობის ამაღლებას როგორც ადგილობრივი, ისე დინამიურად მზარდი უცხოური ტურისტული ნაკადებისთვის.

“ქვეყნის და განსაკუთრებით დედაქალაქის მიმართ ბოლო წლებში გაზრდილი ინტერესი, წარმოადგენს საფუძველს, რომ უახლოეს მომავალში ქალაქმა შეძლოს მზარდი შემოსავლების მიღება და სამომავლოდ, ამ დინამიკის ზრდის ხელშეწყობა, რაც თბილისის ეკონომიკის შეუქცევადი განვითარების და მისი მდგრადობის ამაღლების წინაპირობაა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები

მერის თქმით, აღმაშენებლის გამზირის გარდა რეაბილიტაცია ჩაუტარდა ღვინის აღმართზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, არაერთ სახლს ქვემო კალაუბანში, შენობებს – ყავლაშვილისქ. N9-ში,კოსტახეთაგუროვის N7 -ში,უზნაძისქ. N4 -ში.

 

რეაბილიტაცია დაიწყო ლადო გუდიაშვილის მოედანსა და მისმიმდებარე არეალზე, ნარიყალას ისტორიულ ციხე-სიმაგრეზე, შალვადადიანის ქუჩა N34-32 -ში არსებულ უძველეს ისტორიულ სახლებზე.