LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2017 წელს გაყიდული ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილების ათეული

91

გასულ წელს ბევრი აუქციონი გაიმართა, საიდანაც იშვიათი და ძვირადღირებული ავტომობილები გაიყიდა. სპეციალისტებმა მათ შორის, ყველაზე პოპულარული მოდელების რეიტინგი შეადგინეს.

პირველი ადგილი სუპერქარმა Aston Martin DBR1-მა დაიკავა, რომელიც 22 500 000 დოლარად გაიყიდა. ავტომობილი პოზიციონირდება, როგორც ბრიტანული პრემიალური ბრენდის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. ავტომობილი 1956 წელს გამოვიდა და სწორედ ის გახდა 1959 წელს „ლე მანის 24 საათიანი“ რბოლის გამარჯვებული.

მეორე ადგილი Ferrari 250 GT LWB Competizione Spider-ს ერგო. სპორტქარი 17 990 000 დოლარი ღირს. 1959 წელს ლემანის რბოლაში ფინიშთან მესამე მივიდა.

მესამე პოზიცია McLaren F1-მა დაიკავა. ეს საკულტო სუპერქარი თავისი დროის ყველაზე სწრაფი ავტომობილი იყო. მისი გარბენი მხოლოდ 9 200 მილია და 15 620 000 დოლარი ღირს.

 

Bugatti Type 57S-ს 2017 წლის ყველაზე ძვირადღირებულ ავტომობილებს შორის მეოთხე პოზიცია ერგო. მისი ფასი  7 700 000 დოლარს აღწევს.

ტოპ ხუთეულს Peugeot L45 Grand Prix Two Seater ასრულებს, რომლის ფასიც 7,26 მილიონ დოლარს შეადგენს.

ტოპ ათეულში ასევე შევიდნენ:

Mercedes 540 K Special Roadster – 6,6 მლიონი დოლარი

Jaguar C-Type – 5,285 მილიონი დოლარი

Talbot-Lago T150-C SS – 3,36 მილიონი დოლარი

Pagani Huayra Tempesta – 2,42 მილიონი დოლარი

Fiat 8V Supersonic – 1,375 მილიონი დოლარი