LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2017 წელს აგრობიზნესის მთლიანი გამოშვება გაიზარდა

86

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2017 წელს აგრობიზნესის მთლიანი გამოშვება წინა წელთან შედარებით გაზრდილია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აგრობიზნესის მთლიანმა გამოშვებამ 9.1 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5.7%-ით აღემატება. აღნიშნული მაჩვენებელი მოიცავს როგორც პირველადი პროდუქციის, ასევე პირველადი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის ღირებულებას.

„საქსტატის წინასწარი მონაცემებით, პირველადი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება 2017 წელს 3.9 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის გამოშვება, 2017 წლის წინასწარი მონაცემებით შეადგენს 5.2 მლრდ ლარს, რაც 9%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, 2017 წელს აგროსასურსათო სექტორში შექმნილმა დამატებულმა ღირებულებამ 4,7 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 3,7 %-ით აღმატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

„სოფლის მეურნეობის სექტორში 2017 წელს შექმნილი დამატებული ღირებულება 2.7 მლრდ ლარს შეადგენს და 1.6%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. აღნიშნული მაჩვენებელი მოიცავს მხოლოდ პირველადი სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების პროცესში შექმნილ დამატებულ ღირებულებას. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელ სექტორში 2017 წელს შექმნილი დამატებული ღირებულება 2.0 მლრდ ლარს შეადგენს და 6.6%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები