LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2017-2018 წლის საუკეთესო კომპანიები და ინვესტორები უკვე ცნობილია

1

მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ ორგანიზებულ ბიზნეს რეიტინგის ფარგლებში, რომელიც წელს XIX-ედ ტარდება, 2017-2018 წლის საუკეთესო კომპანიები და ინვესტორები უკვე გამოვლინდა.

ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოება „თბილისი გარდენ ჰოლში”, 14  დეკემბერს გაიმართება, სადაც, საუკეთესოთა შორის საუკეთესო კომპანია – გრან-პრის მფლობელი,  ღონისძიების დღეს, კენჭისყრის საფუძველზე დასახელდება.

Investment Award  -ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების ფარგლებში, წელს უკვე მესამედ გაიმართება და კვლავაც დაჯილდოვდებიან წლის საუკეთესო ინვესტორები და გადაეცემათ გარდამავალი ჯილდო. საუკეთესოთა შორის საუკეთესოს კი, კომპეტენტური ჟიური გამოავლენს.

2017-2018  წლის საუკეთესო კომპანიები არიან:

  1. ავერსი
  2. ასკანელიძმები
  3. ბადაგონი
  4. ბაზისბანკი
  5. ბრავო რექორდს
  6. გალფი
  7. გეოპლანტი/გურიელი
  8. გიუაანი
  9. დანკინ დონატსი
  10. დუგლაძეების ღვინის კომპანია
  11. ენსისი
  12. ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი
  13. ზარაფხანა
  14. კავკასიის ავტოიმპორტი
  15. ლილო მოლი
  16. ნიკორა სუპერმარკეტი
  17. ორბი ჯგუფი
  18. პეესპე ჯგუფი
  19. პეტროკას ენერჯი ჯგუფი
  20. სანტეჯი-ემ-თი პროდუქტები
  21. სარაჯიშვილი
  22. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი
  23. სოკარი
  24. ტოიოტა ცენტრი თბილისი
  25. ქედი სტუდიო
  26. შუხმან ვაინს ჯორჯია
  27. ჯორჯიან პროდაქტს

 

წლის საუკეთესო ინვესტორები არიან:

  1. დრიმლენდ ოაზისი
  2. ლისი დეველოპმენტი
  3. მეღვინეობა შილდა
  4. ქართული ზეთისხილი
  5. ჯეოსთილი
  6. ჯორჯიან მანგანეზი

წელს, საპატიო სტუმრების სტატუსით ღონისძიებაზე შემდეგი კომპანიები იქნებიან:

  1. საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია „ველსი“
  2. სიღნაღის არტჰოტელი
  3. შავი ზღვის უნივერსიტეტი
  4. ღვინის ეზო N1
  5. წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფო.

შეგახსენებთ, მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია „გორბი“, ბიზნეს რეიტინგს 1995 წლიდან ატარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები