ალეპოში სკოლის დაცხვრილვის შედეგად შვიდი ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ალეპოს აღმოსავლეთ რაიონებში, რომლებსაც ამბოხებულები აკონტროლებენ, დაბომბვების შედეგად, არც ერთი დიდი საავადმყოფო აღარ ფუნქციონირებს.