LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ჯგუფს თუ არ ჰყავს პროდიუსერი, ის ჯგუფი არ არსებობს”

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” ჭაბუკა ამირანაშვილი და ჯგუფ ”ბანის” წევრები: რაულ ბიწაძე, ბესო კვიციანი და ბექა მიქაძე ესტუმრნენ.


ბატონო ჭაბუკა, თქვენ ხართ ჯგუფის პროდიუსერი, ბევრი სიახლე აქვთ ბიჭებს, საიდან დაიწყო ”ბანის” პოპულარობა და რა რატომ უყვარს ჯგუფი ხალხს?

ჭაბუკა: – მე მათ შორიდან ვიცნობდი, სანამ ჩემამდე მოვიდოდნენ. თუკი რეპერტუარს სწორად შეარჩევ და გაქვს შესრულების კულტურა, რაც მნიშვნელოვანია, პოპულარობას მეტი არაფერი უნდა. ჯგუფის ყველა წევრის აზრის გათვალისწინება ხდება, ბევრჯერ ვისმენთ და ვარჩევთ იმ ნაწარმოებს, რომელიც საუკეთესოა. დავიმატეთ მოცეკვავეები და ჩვენი გამოსვლა უფრო სანახაობრივი გახდა. ბოლო გასტროლი კორეაში, სეულში გვქონდა და სამწუხაროდ ფინანსების გამო მოცეკვავეების გარეშე წავედით. ჩატარდა ერთი კონცერტი და მინდა ავღნიშნო, რომ გაოცებული დავრჩი ისე გაასწორეს კორეელებმა სალამურის, დოლისა და ფანდურის ხმები. ხშირად არ გამოდის ხმის დაყენება, არ არის სათანადო აპარატურა… სეულში კი ძალიან კომფორტული იყო. ესწრებოდა მხოლოდ კორეელი მაყურებელი. ჩვენი გამოსვლა ღია ცის ქვეშ გაიმართა, არ გაყიდულა ბილეთები. სრული აღტაცებით გვისმენდნენ. ფესტივალზე ერთადერთი იყო ”ბანი”, რომელიც ”ბისზე” გამოვიდა.


სად წერთ სიმღერებს?

სოფო ხალვაშის სტუდიაში ვმუშაობთ. ჩაწერისას ყოველთვის ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ. ფაქტია, რომ ბიჭების ნამუშევარს მსმენელი ჰყავს, კონცერტები არის…


რომელ სიმღერას გამოარჩევდით ძველი ნამუშევრებიდან?

მე მთლიანად მომწონს დისკი, თუმცა გამოვარჩევდი ”სვანურს”, ხასიათი აქვს განსაკუთრებული. მართალია ფოლკია, მაგრამ თითქოს როკმენები უკრავენ.


”ბანი” ძალიან დაიხვეწა, უფრო საინტერესო გახდა… თქვენი დამოკიდებულება როგორია, რა შეიცვალა პროდიუსერის გამოჩენის შემდეგ?

ბექა: – ამ ორ წელიწადში, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, მაქსიმალური გავაკეთეთ. ჯგუფს თუ არ ჰყავს პროდიუსერი, ის ჯგუფი არ არსებობს. თან, ჭაბუკა ამირანაშვილი გვიწერს სიმღერებსაც… მან ზუსტად იცის რა უნდა გააკეთოს. ყველა სიმღერა უნდა მოერგოს ”ბანს”, სხვანაირად არ შეიძლება.


როგორები არიან გასტროლებზე, რთული ხომ არ არის ამდენი ქართველი ტემპერამენტიანი მამაკაცის მართვა?

ჭაბუკა: – რომ იყოს რაიმე არასწორი, მუსიკა არ შედგებოდა. მართალია მამად ვეკუთვნი მათ, მაგრამ არ არსებობს, რაიმე ვერ გავუგო. ახალგაზრდები არიან, თუ ჩემს გარეშე სურთ გასეირნება,
რა პრობლემაა.


აქვს თუ არა ”ბანს” ვიდეორგოლები?

კლიპი უფრო მეტად იყო საჭირო ფონოგრამების ეპოქაში, მაშინ როდესაც ცოცხალი შესრულება არ იყო აქტუალური. არის ბევრი ჩანაწერი, თუმცა, არ მინდა რომ გავუშვა. ჩემთვის არ არის
საკონცერტო ჩანაწერი კარგი, მინდა ჯგუფი უფრო საინტერესო გახდეს საზოგადოებისთვის. მე მირჩევნია სხვა რამეში ჩავდო ფული, ვიდრე კლიპები გადავიღო, თუმცა, 1-2 კლიპი არ გვაწყენდა, მაგრამ ეს უნდა იყოს ან ძველი სიმღერა, ან ისეთი, რომელიც ჯერ საზოგადოებას არ მოუსმენია.


სულ რამდენი სიმღერა გაქვთ?

ჯამში რვა სიმღერა გვაქვს ძველი დისკიდან და სამი ახალი  სიმღერა.


გასტროლებზე ვისაუბროთ…

ორი ტური გვქონდა რუსეთში… დავიწყეთ პეტერბურგიდან და ჩამოვედით ვლადიკავკაზამდე. ცალკე ვიყავით მოსკოვში. იცით რა არის ”ბანის” პრივილეგია? ვიზუალურად ძალიან კარგები
არიან, ნაღდი ქართველები, სცენაზე ეშხს ტოვებენ, ბოლომდე იხარჯებიან.


რა მოხდა ვლადიკავკაზში?

ბექა: – სრული ანშლაგი იყო, გარეთაც კი იდგა ხალხი. კონცერტი ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, ძალიან დიდი პატივით მიგვიღეს, მაყურებელი იყო ძალიან ემოციური.


სამომავლო გეგმები?

მარტის თვეში ჰოლანდიაში გაიმართება ჩვენი კონცერტი. ასევე, საუბარია ესპანეთზე, ბელგიასა და დანიაზე. მაინტერესებს ასევე ამერიკის შეერთებული შტატებიც. ჩვენ გვაქვს ჩვენი მუსიკა
და რომელ ქვეყანაში ჩავალთ, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა.


ვისაუბროთ ახალ სიმღერაზე, რომელსაც ჰქვია ”მალიქა”…

ბესო: – არაჩვეულებრივი სიმღერა გამოგვივიდა. ჩეჩნურია, როგორც ”კავკასიური ბალადაა”, ისეთივე სულისკვეთებით არის ჩაწერილი. ტექსტი ამირან ჭიღლაძემ დაგვიწერა, რომელიც თითქმის ყველა ჩვენი სიმღერის ლექსის ავტორია. სიმღერა არსებობს, თუმცა სხვანაირი ჟღერადობით, ჩვენ ”ბანურად” სხვანაირი არანჟირებით გავაკეთეთ.

ჯგ.ბანი – მალიქა 

Audiojgbanimeliqa


გადაცემის აუდიოჩანაწერი

Audiodamzbani1




ვიდეო კოლაჟი 


ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge