Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ნოემბერი 17, 2016 – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გივი ბერიკაშვილისა და კახი კავსაძის საიუბილეო საღამო ოპერის თეატრში იმართება

Ardaidardo.Ge

17 დეკემბერს, 20 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი გივი ბერიკაშვილი და კახი კავსაძის საღამოს უმასპინძლებს. ღონისძიება საიუბილეო და იმართება პროექტის „გაუფრთხილდი ისტორიას“ ფარგლებში.


„გაუფრთხილდი ისტორიას“ კულტურის პალატის ახალი პროექტია. ის  ითვალისწინებს ხელოვნების, კულტურის სფეროს წარმომადგენლების, საზოგადო მოღვაწეების მონაწილეობით ყოველთვიურ საჯარო შეხვედრებს.

,,პროექტის მიზანია, შექმნას რეალური სივრცე, სადაც ყველა ამ ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა გამოთქვას თავისი აზრი, მიაწოდოს იდეა და შესაძლებლობები, შემდგომ უკვე ჯგუფთან ერთად ჩაერთოს კულტურისა და ხელოვნების დარგის განვითარების პროცესში. ჩვენ მეტი შესაძლებლობა უნდა მივცეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც დღემდე მოიტანეს ის, რასაც ქართული კულტურა და ხელოვნება ჰქვია. სწორედ მათი სიტყვა უნდა იყოს მნიშვნელოვანი ამ კულტურის შემდგომ ხელშეწყობის საქმეში, რათა მათაც იგრძნონ ქვეყანას ისინი დღემდე სჭირდება’’, – მიიჩნევს საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელი, დათო ოქიტაშვილი.