დათო ხუჯაძე ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე აქვეყნებს თავისი ერთადერთი ქალიშვილის მელანოს ფოტოს. მას ბედნიერმა მამამ შესაბამისი წარწერაც დაურთო, საიდანაც ირკვევა, რომ დღეს მისთვის განსაკუთრებული დღეა – „დღეს ჩემი მელანოს დადბადების დღეა. დიდი მადლობა ნათი ონიანს ასეთი ქალიშვილისთვის“.
ნათია ონიანი დათო ხუჯაძის ყოფილი მეუღლეა. ისინი რამდენიმე წელია, დაშორებულები არიან. დათო ინტერვიუებში ხშირად აღნიშნავდა, რომ მას მელანოსთან ურთიერთობის საშუალება ნაკლებად ჰქონდა. თუმცა ბოლო დროს, როგორც ჩანს, ეს პრობლემა მოგვარდა და დათოს ექსმეუღლესთან ურთიერთობა დაულაგდა.