კომპანია Samsung-ი აეროპორტებში Galaxy Note 7-ის გადამცვლელ პუნქტებს ხსნის. ინფორმაციას The Verge ავცრელებს. ამ გზით, მწარმოებელი იმედოვნებს, რომ საშიში სმარტფონით „აღჭურვილ“ მგზავრებს „შეაჩერებს“.
პირველი ასეთი სერვისი, სამხრეთ კორეაში ამოქმედდება. Samsung-მა მსგავსი პუნქტების გახსნა ავსტრალიასა და აშშ-შიც დაადასტურა. ამ ეტაპზე უცნობია, რომელი მოდელით შეიცვლება Galaxy Note 7.
ანალიტიკოსების შეფასებით, მიუხედავად კომპანიის მიერ სმარტფონების უკან გაწვევისა, დაახლოებით 1 მილიონი Galaxy Note 7 ამ დროისთვის აქტიურად გამოიყენება.
Samsung has a team of representatives at SFO to help customers with the Note7 phone. It’s banned from US flights. pic.twitter.com/2IiEcg6hsU
— Sergio Quintana (@svqjournalist) October 17, 2016