Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ოქტომბერი 18, 2016 – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მიქაძე და ანსამბლი „ბასიანი“ უნიკალური მუსიკალური პროექტისათვის ემზადება

Ardaidardo.Ge

2016 წლის 25–29 ოქტომბერს ფონდ “ქართული გალობის” მხარდაჭერით ნიუ-იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ საკონცერტო სივრცე – ShapeShifter Lab-ში პირველად ხორციელდებანოვატორული პროექტი გიორგი მიქაძისა და საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანი“-ს მონაწილეობით, სახელწოდებით “Giorgi Mikadze with The State Ensemble Basiani –Video & Recording Session”.


პროექტის მუსიკალური დირექტორია აშშ-ში მოღვაწე, წარმატებული პიანისტი და კომპოზიტორი გიორგი მიქაძე, რომელმაც საკუთარი ვარსკვლაური ბენდისა და ანსამბლ „ბასიანისთვის“ სპეციალურად შექმნა რამდენიმე საავტორო კომპოზიცია. ფაქტობრივად, ეს არის სხვადასხვა ჟანრის ერთობლივი, უნიკალური ახალი მუსიკალური კონცეფცია. აღნიშნული მულტიჟანრული პროექტი წარმოადგენს ერთგვარკულტურულ კოლაბორაციას, რომელშიც ორგანულადაა შერწყმული ქართული ხალხური მუსიკის, ჯაზის, ფანკის, ფიუჟენის, ჰიფ-ჰოფის, R&B-ის, ელექტრო-აკუსტიკური და მიკროტონალური მუსიკის მიმდინარეობები. რამდენიმე კომპოზიციაში მსმენელი იხილავს სპეციალურად მოწვეულ ერთ-ერთ ცნობილ ჰიფ-ჰოფერ ფეიზ უანსაც.

გიორგი მიქაძისა და ანსამბლ „ბასიანი“-ს ერთობლივი პროექტის მიზანია ტრადიციული და თანამედროვე მუსიკის სინთეზირების შედეგად ახალი, უპრეცენდენტო მუსიკალური პროდუქტის შექმნა, რომელშიც წარმოდგენილია ქართული კულტურის მრავალსაუკუნოვანი მონაპოვარისა და თანამედროვე მუსიკალური მიღწევების კოლაბორაცია, უმაღლესი სტანდარტის ვიდეო და აუდიო ჩანაწერების შექმნა, ახალი თანამედროვე მუსიკალური პროდუქციის პოპულარიზაცია და მსოფლიო მუსიკალურ ბაზარზე გატანა.

გიორგი მიქაძისა და ანსამბლ „ბასიანი“-ს ერთობლივ ექსპერიმენტულ პროექტს წარმოადგენსსაქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“, რომელიც წლების მანძილზე საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ აქტიურად იღწვის ტრადიციული ქართული სიმღერა-გალობისა და ხალხური შემოქმედების ხელშეწყობა-პოპულარიზაციისათვის.

პარტნიორებია: საკონცერტო სივრცე ShapeShifter Lab, YAMAHA Corporation, ფოლკლორის ეროვნული ცენტრი და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

ორგანიზატორების თქმით, პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართება 2016 წლის დეკემბერში.