ამერიკელმა რიტმ ენდ ბლუზის შემსრულებელმა, ერიკ ბენემ საქართველოში რამდენიმე დღე გაატარა და ქვეყანა შესანიშნავი შთაბეჭდილებებით დატოვა. „სოლოს“ მოწვევით ჩამოსული მომღერალი, რომელიც საქართველოს საკუთარ ბენდთან ერთად ეწვია, ქართველი მსმენელის წინაშე ორი კონცერტით წარდგა, ერთი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზშ გაიმართა, მეორე – სასტუმრო „რუმსის“ ულამაზეს ეზოში.
ერიკ ბენემ თაყვანისმცემლებს წარუდგინა კომპოზიციები, რომელთაც ყველა ჩვენგანი ელოდა, მათ შორის იყო ცნობილი „Why you follow me“, „Georgy porgy“ და ა.შ. ამ უკანასკნელი სიმღერის შესრულებისას, ბისზე გამოსულმა მომღერალმა ბერა ივანიშვილი იხმო სცენაზე და ერთ-ერთი მისამღერი მას შეასრულებინა. ბერა ერიკ ბენეს ერთ-ერთი მასპინძელი გახლდათ. შემსრულებელმა „ფორტუნასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ არ აპირებდა ნომერში ჯდომას და აინტერესებდა ქალაქის დათვალიერება, კულტურის გაცნობა და ქართული სიმღერის მოსმენა. იხილეთ ვრცლად