18 სექტემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჯემალ და გია ბაღაშვილების საიუბილეო კონცერტი გაიმართა. ღონისძიება ჯემალ ბაღაშვილის 75 წლის და ჯემალ და გია ბაღაშვილების დუეტის 25 წლის საიუბილეო თარიღებს მიეძღვნა.
კონცერტში მონაწილეობდნენ ანსამბლი „ივერია“, ჯგუფი „ქუჩის მუსიკოსები“, „ანსამბლი „ერისიონი“ და პაროდიის თეატრი. საღამოს უძღვენოდნენ ნინაკა გელაშვილი და გია ბურჯანაძე.
საღამო ფილარმონიის გარეთ გაგრძელდა, სადაც ჯემალ და გია ბაღაშვილებს ვარსკვლავი გაუხსნეს.