ჯგუფი “მგზავრები” რუსეთში ტურნეში იმყოფება. დიდი ხნით ადრე გაწერილ პროგრამაში მუსიკალური ფესტივალი “ნაშესტვიეს” ფარგლებში, 50 000 მაყურებლის წინაშე წარდგნენ. მაყურებელი გაოგნებულო ადევნებდა თვალს ქართული ჯგუფის პროგრამას, ბევრი სიმღერა ზეპირად იცოდნენ და ჰყვებოდნენ, თუმცა ნამდვილი ცეცხლი მაშინ დაინთო, როდესაც გიგი დედალამაზიშვილი სცენიდან პირდაპირ ხალხში აღმოჩნდა, მაყურებელმა ის ხელში აიტაცა და გიგი სწორედ ასე ასრულებდა ნიკო გომელაურის ტექსტზე შემქნილ რუსულენოვან სიმღერას…
ვიდეო, სადაც ეს ამბავია ასახული, თინა კანდელაკმა საკუთარ “ინსტაგრამზე” გააზიარა და აღფრთოვანება ვერ დამალა ჯგუფის მისამართით.
ვნახოთ, როგორი წარმატებები ექნებათ ბიჭებს ამერიკაში.