Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ივნისი 1, 2016 – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ალილოს“ ორი წევრი დაემატა – ჯგუფი ახალ პროგრამაზე მუშაობს

Ardaidardo.Ge

კვარტეტ „ალილოს“ სიახლეები აქვს, რომელთა შესახებაც მისი წევრი, ლაშა ღლონტი „არ დაიდარდოს“ ექსკლუზიურად ესაუბრა. მისი თქმით, მალე მსმენელი მათ სრულიად ახალ რეპერტუარს მოისმენს.


ლაშა ღლონტი:

ბევრი სიახლე გვაქვს. პირველ რიგში ის, რომ ახლახან დავბრუნდით გასტროლებიდან. გახლდით ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ იორკში, „მილენიუმის“ დარბაზში გვქონდა კონცერტი, რომელიც ქართველთა და ებრაელთა 26-საუკუნოვან მეგობრობის აღსანიშნავ თარიღს ეძღვნებოდა. მივიღეთ ნიუ იორკის მერის წერილი, ღონისძიებას ესწრებოდა მთავარი რაბინი. ისრაელში კი 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვიმღერეთ. კონცერტმა ძალიან მაღალ დონეზე ჩაიარა.

სიახლეებია „ალილოსთან“ დაკავშირებითაც, აქამდე კვარტეტი ვიყავით და დაგვემატა ორი ახალი წევრი, აჩიკო ბერიძე და სანდრო კობახიძე. სექტემბრიდან ჩვენს მსმენელს უამრავ სიახლეს ვპირდებით, მათ შორის, პროდიუსინგის კუთხითაც და რეპერტუარის მხრივაც. სულ სხვა მიმართულება გვექნება და იმედია, ჩვენს თაყვანისმცემლებს მოეწონებათ.

ნინო მურღულია