LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოსო მიქელაძის სიმღერა, რომელსაც 11 მილიონზე მეტი ნახვა აქვს, „ოქროს ტალღის“ ნომინანტია

Ardaidardo.Ge

სოსო მიქელაძისთვის, რომელიც უკვე 20 წელია, საავტორო მუსიკას ქმნის, ყველაფერი ერთმა სიმღერამ შეცვალა. მას შემდეგ, რაც „მე და შენ“ „არ დაიდარდოს“ ეთერში გავიდა, მისი პოპულარობა გაათმაგდა. „იუთუბზე“ ამ სიმღერის ნახვებმა რეკორდი მოხსნა, სულ 9 თვეა, რაც ინტერნეტში დევს და 11 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.


ავტორ-შემსრულებლის ამ სიმღერასთან ერთად, მისი მეორე კომპოზიცია სახელად „მარიამი“ ასევე მოხვდა  „ოქროს ტალღის“ ნომინანტებს შორის. თავად ავტორს ყველაზე მეტად სწორედ „მარიამი“ უყვარს, მაგრამ „მე და შენ“ მის შემოქმედებაში გარდამტეხი სიმღერა აღმოჩნდა.
იხილეთ სრულად