Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
მაისი 11, 2016 – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო არჩვაძე: ერთად გავინავარდოთ

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”რადიო დუეტი” ავტორ-შემსრულებელი, დავით არჩვაძე ესტუმრა.


– როგორ ხარ?

– მომენატრეთ, მოვედი დახუნძლული, დღეს ორი სიმღერა მოგიტანეთ, თუმცა ბევრი სიმღერა კიდევ გზაშია. ჩავწერე მედიკო კარტოზიას ცნობილი სიმღერა ჩემებური ინტერპრეტაციით. არის რბილი, თბილი მოსასმენი და ადვილად დასამახსოვრებელი. მეორე სიმღერა კი ჩემი სტუდიის ბავშვების, ”მოძახილის” შესრულება გახლავთ.


– ძალიან ბევრი ადამიანი აღნიშნავს, რომ გაქვს არაჩვეულებრივი საბავშვო სტუდია…

– უკვე 15 წელია ვხელმძღვანელობ გუნდ ”მოძახილს”. ორი წელია 112-ე სკოლაში გვაქვს რეპეტიციები. დიდი მადლობა ამისათვის დირექციას. ეს ის სკოლაა, სადაც პირველ კლასში შევედი. სიმბოლურიც არის, სადაც ჩემი დაწყებითი კლასი იყო, სწორედ იქ არის ჩემი სარეპეტიციოც. გვაქვს ძალიან ბევრი ჯილდო და სიგელი. სამომავლოდ ძალიან დიდი გეგმები მაქვს სტუდიასთან დაკავშირებით. არაერთი პედაგოგი გამოვიცვალე. ბოლო ერთი წელია დავით ცხვედიანი შემომიერთდა, ის ”ერისიონისა” და სამების გუნდის წევრია. ინსტრუმენტალური განხრით მოვიწვიე ლევან ქორიძე, ეს ის ადამიანია, ვინც მე მასწავლიდა თემურ ქევხიშვილთან. შეისწავლება ფანდური, ჩონგური, გიტარა. ”მოძახილს” ცოტა ხნის წინ ბაქოში ჰქონდა გასტროლი, ალიევის სასახლეში გამოვედით. ბავშვები ასევე ხელოვნების ცენტრ ”ლომსიანთაში” მყავს და იქიდან გოგონათა საესტრადო ჯგუფი წავიყვანე, ”ლომსიანთას” ინიციატივა იყო ეს გასტროლი. ”მოძახილში” მიღება არ წყდება, ხუთი წლის ბავშვზე ვუშვებ გამონაკლისს, თუ მას უნიკალური მონაცემები აქვს, ისე 6 წლიდან მიიღებიან პატარები.


– შენ თავად თუ ასწავლი ბავშვებს?

– ბოლო ორი წელია მხოლოდ მე ვატარებ რეპეტიციებს. გამონაკლისია მხოლოდ ის შემთხვევები, როდესაც გასტროლებზე ვარ, ამ დროს დავით ცხვედიანი ატარებს რეპეტიციებს. ადმინისტრატორის გარდა არავინ მყავს. აგვისტოში ”მოძახილის” გასტროლს ბულგარეთში ვგეგმავ, სხვათა შორის არ იციან, ახლა თქვენგან გაიგებენ პირველად. დღეისათვის რთულია გასტროლის განხორციელება, იმედია გამოგვივა.


– შვილებზე გვიამბე, ნიკოლოზს აქვს მუსიკალური მონაცემები?

– მგონი, რომ მართლაც განსაკუთრებული მონაცამები აქვს, უმღერის ტყუპებს, თავს ევლება, სიგიჟემდე უყვარს პატარები და არანაირი ეგოისტური მომენტი არ აქვს. გვეხმარება ტყუპების გაზრდაში.


– სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?

– დიდი გეგმები მაქვს სტუდიებთან დაკავშირებით. ჯერჯერობით არ ვისაუბრებ დეტალებზე, თუმცა, გესტურმებით და შემდეგ ყველაფერს მოგიყვებით. მე ისეთ პასუხისმგებლობას ვგრძნობ თითოეულ ბავშვზე და მათ აღზრდაზე… პირადად ვარ ყველა მათგანის სწავლებაში ჩართული. დაინტერესებული ვარ კონკურსებითაც. აქაც ბევრ ღონისძიებაზე გვიწვევენ.


– სოლო კარიერაზე და ქართული ხმების კვარტეტზე გვესაუბრე…

– ზაზა ხუბუკელაშვილთან საკმაოდ სერიოზულ პროექტს ვაკეთებთ. ”ქართული ხმები” ძველ სიმღერებს ვაახლებთ და ასევე ვწერთ ახალ სიმღერებსაც. რაც შეეხება სოლო კონცერტებს, ძირითადად საქველმოქმედო კონცერტებზე მიწვევენ. ბოლო ორი წელია, მე თვითონ ვგეგმავ კონცერტებს.


– ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ…

– საღიღინო სიმღერაა. ”ერთად გავინავარდოთ”, ასე დავარქვით. ეკუთვნის მედიკო კარტოზიას და დიდი მადლობა მას ამ საჩუქრისთვის. ჩაიწერა სეუ სტუდიაში ზაზა ხუბუკელაშვილთან.



ჯგ. “მოძახილი” – მხედრული

AudioANS. MODZAXILI – MXEDRULI


დათო არჩვაძე – ერთად გავინავარდოთ

AudioDATO ARCHVADZE – ERTAD GAVINAVARDOT

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

AudioRadio Dueti. Dato Archvadzei

დათო არჩვაძე – ქარმა სევდა წაიღო. Live

ვიდეო კოლაჟი

ფოტოები