А’Студио-ს საქართველოში კონცერტი უკვე 6 წელია არ ჩაუტარებია, თუმცა გაგახარებთ და გეტყვით, რომ ცნობილი კოლექტივი მსმენელის წინაშე 10 მაისს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში წარსდგება.
საღამოს ორგანიზატორი ივენთ კომპანია “კონსპირასი” გახლავთ. ამ უკანასკნელის ანგარიშზე თბილისში ლეგენდარული არიას და ჯგუფი “სოდომის” კონცერტებია. ამჯერად კომპანია მიმართულებას იცვლის და მსმენელს А’Студио-ს საღამოს სთავაზობს. კონცერტის ბილეთები უკვე გაყიდვაშია და უნდა ითქვას, რომ მისი მათი რაოდენობა ელვის სისწრაფით მცირდება.