LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პამელა ანდერსონი „მალიბუს მაშველებში“ ბრუნდება

პამელა ანდერსონი, რომელმაც პოპულარობა „მალიბუს მაშველებში“ შესრულებული როლით გაითქვა, სერიალის სრულმეტრაჟიან ვერსიაში გამოჩნდება. 48 წლის მსახიობი ცნობილი ფილმის გადაღებებზე კოლეგებთან – დუეინ ჯონსონთან, ზაკ ეფრონთან, კელი რორბაჰთან და სხვა მსახიობებთან ერთად შენიშნეს.

ხოლო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პამელა ფილმში გამოჩნდება, თავად დუეინ ჯონსონმა დაადასტურა, როდესაც „ინსტაგრამზე“ მათი ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ანდერსონის გარეშე ფილმი „მალიბუს მაშველები“ ვერავის წარმოუდგენია.