LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დარბაისელი“ მომხმარებელს ახალი კოლექციასა და ფადაკლებებს სთავაზობს

„დარბაისელი“ მომხმარებელს დიზაინერ ქეთევან ჯინჭარაძის მიერ შექმნილ თავსაბურავებს სთავაზობს. როგორც დიზაინერმა „ფორტუნა პლუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ამ ეტაპზე ახალი კოლექციისთვის ემზადება და სააღდგომოდ მსურველებს ფასდაკლებებსაც ჰპირდება.

 „ქეთასეულ“ თავსაბურავებს, რომლის შეძენაც მსურველებს 150-200 ლარის ფარგლებში შეუძლიათ,  „ქეთასეული“ სარფებიც შეემატა, ახალი ფერებითა და მაქმანებით, რომელთა ფასიც 50 ლარია.

„თავიდან თავსაბურავი ჩემთვის შევიკერე, ხოლო მას შემდეგ, რაც უამრავი ადამიანის მოწონება დაიმსახურა, გადავწყვიტე საკუთარი ბრენდის შექმნაც. ძალიან სასიამოვნო ამ ყველაფრის კეთება. უამრავი გეგმა მაქვს სამომავლოდ, ვაპირებ სხვადასხვა სამოსი გავაფორმო მაქმანებით, მაღაზიის გახსნაც მინდა. ამ ეტაპზე კი მხოლოდ ონლაინ შეკვეთებზე ვმუშაობ. მე ვცდილობ ვემსახურო ქართულ საქმეს და მომხმარებელს მინდა ვუთხრა,  ნუ შეაშინებთ ფასი, ამ ყველაფრის შექმნაში მე სულსა და გულს ვდებ, ყველაფერს ხელით ვქმნი და ფასიც რა თქმა უნდა შესაბამისია“, – განაცხადა ჯინჭარაძემ.

ქეთევან ჯინჭარაძის მიერ შექმნილი თავსაბურავების ნახვა და შეკვეთა facebook-ის გვერდის საშუალებითაა შესაძლებელი.(https://www.facebook.com/darbaiselii1/timeline?ref=page_internal )