მეხანძრეების კალენდრის გამოშვება ავსტრალიისთვის ერთგვარი ტრადიცია გახდა. 1993 წლიდან მოყოლებული, შემოსული თანხები საბავშვო საავადმყოფოებში ირიცხება. ამ გზით კი, მთელი ამ დროის მანძილზე, 1 მილიონ დოლარზე მეტი მოგროვდა.
თუმცა წელს მეხანძრეები კიდევ უფრო მეტ შემოსავალს ელოდებიან. იმისათვის, რომ მეტი ყურადღება მიეპყროთ ცხოველთა დაცვის საკითხისადმი, მათ გადაწყვიტეს უსახლკარო ცხოველებთან ერთად გადაეღოთ ფოტოები.
ფოტოსესია საკმაოდ თბილი და ამავდროულად სექსუალური გამოვიდა.