LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 წლიანი პაუზის შემდეგ Garbage-მა ახალი სიმღერა გამოუშვა

4 წლიანი პაუზის შემდეგ, Garbage-მა ახალი სიმღერა -„ Empty“ გამოუშვა. სიახლე ჯგუფის რიგით მეექვსე ალბომში „Strange Little Birds“ შევა.

ეს არის პირველი სრული ნამუშევარი 2012 წლის შემდეგ, როდესაც კოლექტივმა თავისი უკანასკნელი სტუდიური ალბომი „Not Your Kind of People“ გამოუშვა. რაც შეეხება რიგით მეექვსე დისკს, ის 10 ივნისს გამოვა, ამის შემდეგ კი ჯგუფი საერთაშორისო ტურნეში გაემგზავრება, რომელიც საფრანგეთიდან დაიწყება.

https://www.youtube.com/watch?v=W5ZgmPpDtXs