როგორც ჩანს, ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი წყვილის დაშორება უკვე დროის საკითხია. ამ დღეებში დასავლურმა ტაბლოიდებმა ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ოჯახის მორიგ კრიზისზე დაწერეს: ჯოლი აიძულებს ბრედს გაიკეთოს დნმ-ის ტესტი, რათა დარწმუნდეს, რომ ის არ არის პიტის მეგობრის, მომღერალ მელისა ეტერიჯის შვილების მამა.
ჯოლი თვლის, რომ 15 წლის წინ, მისი მეუღლე არამარტო მორალურად ედგა გვერდში მელისას, რომელმაც არატრადიციული ორიენტაციის შესახებ აღიარა, არამედ ანონიმურად სპერმის დონორიც გახდა, რომლის შედეგადაც ის დაფეხმძიმდა. სწორედ პიტს მიიჩნევს ანჯელინა მომღერლის ტყუპების მამად.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჯოლი მეუღლეს ეჭვიანობის სცენებს უწყობს. კულუარებში დიდი ხანია ცნობილია, რომ სწორედ ამის გამო აქვთ მათ პრობლემების უმეტესი ნაწილი. „მონობის 12 წელის“ გადაღებების დროს, ენჯი ლუპიტა ნიონგოზე ეჭვიანობდა, ამჯერად კი მისი ისტერიკის ობიექტები მარიონ კოტიარი და სელენა გომესი არიან, რომლებთანაც პიტი უკანასკნელი ფილმებით თანამშრომლობდა.
ამასობაში, სტრესისა და პრობლემების გამო, ანჯელინა წონის მკვეთრ კლებას განაგრძობს – 169 სანტიმეტრ სიმაღლით ის 35 კილოგრამს იწონის.