LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე შთამბეჭდავი შეჯიბრი – ვერტმფრენი ტოიოტას წინააღმდეგ

ავტომობილი ავტომობილის წინააღმდეგ? მძღოლი მძღოლის წინააღმდეგ? ეს საინტერესო აღარაა. რას იტყვით ავტომობილის წინააღმდეგ კვადროკოპტერი რომ დავაყენოთ? ან ათლეტი, ან ლიფტი? ჩვენ თქვენთვის ყველაზე საინტერესო, შთამბეჭდავი და იშვიათი შეჯიბრის კრებული მოვამზადეთ, მაშ ასე: ავტომობილები ყველაფრის წინააღმდეგ…

 

 

 

 

 

Mercedes-Benz C300 Coupe VS Freerunner

ამერიკელმა რეჟისორმა და ოპერატორმა დევიდ გრეჰემმა საუკეთესო შოუ მოაწყო. მან ერთმანეთს Mercedes-Benz C-Class, ტრეისერი რონი შელვისი და პულტიანი ავტომობილი შეაჯიბრა… Mercedes-Benz აღჭურვილი გახლდათ 2.0 ლიტრიანი ტურბინიანი ძრავით, რომლის სიმძლავრეც 245 ცხენის ძალა გახლავთ. ეს ავტომობილი, 0დან 100კმ/სთმდე აჩქარებას 5,9 წამში ახერხებს. თუმცა, Freerunner-მა ნამდვილ ავტომობილს თავი არ დააჩაგვრინა…

 

 

McLaren 650S VS Drone

დუბაიში, საპატრულო პოლიციის McLaren 650S-ს შეჯიბრი მოუწყვეს სარბოლო დრონთან. გასავლელი გზა წინასწარ იქნა დაგეგმილი და მონაწილეები მას ”ჩექპოინტების” მეშვეობით გადიოდნენ. ეს ვიდეო World Drone Prix-ის პირველი სარეკლამო კაპანია გახლავთ. შეგახსენებთ, რომ World  Drone Prix სწორედ დუბაიში, მარტის დასაწყისში გაიმართა.

 

 

Peugeot RCZ VS Bicycle

ფრანგული ბრენდის Peugeot იტალიურმა დანაყოფმა 200 ცხენის ძალიანი RCZ იტალიის ჩემპიონს დაუნჰილში ლორენცო სუდინგას შეაჯიბრა. იმისათვის, რომ შეჯიბრი სამართლიანი ყოფილიყო, ავტომობილის საჭესთან რალის ჩემპიონი, მრბოლელი პაოლო ანდრეუჩი მოკალათდა..

 

 

McLaren MP4-12C Spider VS Snowboard

რის მილენმა, რომელიც ლეგენდარული შეჯიბრის Pikes Peak-ის რეკორდსმენი გახლავთ, შანელ სლადიკსთან ერთად, რომელიც  Winter X Games-ის ერთ-ერთი მონაწილე გახლავთ, კოლორადოს შტატში, კერძოდ კი ლევლენდ პასის უღელტეხილზე დაუვიწყარი სანახობა მოაწყვეს. ვინ გახდა გამარჯვებული სუპერქარ McLaren-სა და სნოუბორდისტს შორის? იხილეთ ვიდეო…

 

 

Jaguar XJ L VS Quadrocopter

შემდეგი ვიდეო კლასიკური კატისა და თაგვის ისტორიას გავს, რომლის მთავარი გმირებიც Jaguar XJ (კატა) და Quadrocopter (თაგვი?) არიან. ეს შთამბეჭდავი ვიდეო ჩინეთში, Zhuhai International Circuit-ზე იქნა გადაღებული.

 

 

Toyota GT86 VS Helicopter

ფელიქს ბაუმგარტნერი, რომელმაც სახელი სტრატოსფეროდან პარაშუტით ხტომით გაითქვა, ამ ვიდეოკლიპში ვერტმფრენის Bolkov BO105-ის სამართავ კაბინაში მოხვდა. მისი მოწინააღმდეგე კი პოლონელი დრიფტერი იაკობ პრჯიგონსკი გახლავთ ავტომობილით Toyota GT86, რომლის სიმძლავრეც 1000 ცხენის ძალას შეადგენს.

 

 

Tesla Model S VS Boeing 737

ყველაზე მასშტაბურმა ავსტრალიურმა ავიაკომპანიამ Qantas Airways მოაწყო შეჯიბრი ელექტროავტომობილსა და თვითმფრინავს შორის. შეჯიბრი ავალონის აეროპორტში, მელბურნში მოეწყო. სამგზავრო თვითმფრინავი Boeing 737-800 კომპანია Tesla-ს ყველაზე მძლავრ მოდელს Model S P90D-ს შეაჯიბრეს. სწორედ ეს შეჯიბრი გახდა ავსტრალიური ავიაკომპანიისა და Tesla-ს მეგობრობის დასაწყისიც…

 

 

Audi SQ7 VS Jet Plane

ამჯერად ერთმანეთის პირპისპირ გერმანული კომპანიის Audi ფლაგმანი SQ7, რომლის სიმძლავრეც 425 ცხენის ძალაა და Red Bull Alpha Jet წარსდგნენ. ეს მსუბუქი მოიერიშე კომპანია Dornier-ისა და ფრანგული კონცერნის Dassault-Breguet-ის მიერ იქნა დამზადებული და მისი სიმძლავრე 10 600 ცხენის ძალას შეადგენს. Audi-ს საჭესთან გერმანელი მრბოლელი მაიკ პოკენფელლერი გახლავთ…

 

https://www.youtube.com/watch?v=qGTpH27lYyU

 

Audi RS7 VS Elevator

ყველაზე უცნაური შეჯიბრი უმძლავრეს Audi RS7-სა და ლიფტს შორის შედგა. Audi-ს მძროლს 11,7 კმ სიგრძის ტრასა ბურჯ ხალიფას ლიფტზე სწრაფად უნდა დაეფარა. პირველ ჯერზე, მრბოლელს უნდა მიეღწია 125-ე სართულამდე, ხოლო მეორე ეტაპზე შეეცვალა ლიფტი და 150-ე სართულზე გადაენაცვლა, სწორედ აქ მთვარდებოდა შეჯიბრებაც…

 

https://www.youtube.com/watch?v=h-GugtIw9UA