LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული შოუბიზნესი ნადეჟდა სავჩენკოს მხარდასაჭერად გაერთიანდა

Ardaidardo.Ge„ბრავო რეკორდსში“ ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები უკრაინელი მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. მათ სპეციალური სიმღერა ჩაწერეს მის მხარდასაჭერად.

 

ნოდიკო ტატიშვილმა, ნინა წკრიალაშვილმა, ნინი ბადურაშვილმა, გიორგი ჩიქოვანმა, მაკო კვიტაიშვილმა, ანრი ჯოხაძემ, გიორგი ბერიძემ, გიორგი მხარაშვილმა, სოფო ბედიამ, ნინი წიკლაურმა და სოფო გელოვანმა მიიღეს მონაწილეობა სიმღერის ჩაწერაში. მასზე დამზადდა ვიდეორგოლი, რომელიც მაყურებელმა უკვე იხილა „იმედის“ ახალ გადაცემაში „იმედის დრო“. სიმღერის სახელწოდება კი გახლავთ – „„Я не здамся без бою!“