LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ზამბახიძის საოცნებო სახლი წყნეთში (ექსკლუზიური ფოტოსესია)

Ardaidardo.Geმაკა ზამბახიძე უკვე ერთი თვეა, წყნეთში ცხოვრობს. მან იქ მიწა იყიდა და ორი წლის წინ ხის ერთსართულიანი სახლის მშენებლობა დაიწყო, რომელიც უკვე დაასრულა, თითქმის მოაწყო და გადავიდა კიდეც. მომღერალი ამბობს, რომ როგორც კი საქმეებს მორჩება, თვალი არსად არ გაურბის და პირდაპირ თავის საოცნებო სახლში მიდის.


მაკამ „ფორტუნას“ ექსკლუზიურად უმასპინძლა ფოტოსესიისა და ინტერვიუსთვის.


მაკა ზამბახიძე:

ამ სახლის მშენებლობა ორი წლის წინ დავიწყე. თავდაპირველად ვიყიდე ნაკვეთი, ოთხი წლის წინ. შემდეგ ვარჩევდი, რა ამეშენებინა და რა დიზაინით. ფინანსების გამოც გამეწელა. ბოლოს გადავწყვიტე ხის სახლის აშენება. ეს ადგილი რომ ვნახე, ნაძვნარი, ზუსტად წარმოვიდგინე ის, რა სახეც დღეს მიიღო. ძალიან მიყვარს ტყეში ხის სახლები. მადლობა ღმერთს, რომ ეს ყველაფერი ასრულდა და უკვე არ ვცხოვრობ. ერთი თვეა, აქ ვარ. ძალიან მომწონს. თბილისში, საქმეებს ვამთავრებ თუ არა, ინსტინქტურად მოვდივარ სახლისკენ, აქამდე მეგობართან შევირბენდი, ახლა არსად გაჩერება არ მიყვარს. შვიდ-რვა წუთში ვარ ხოლმე აქ. პირველ თოვლსაც აქ მოვესწარი, პატარა ზღაპარი მქონდა.

რასაც აქ ხედავთ, მზიდ კედლებს ჭერში, ეს არის ჩემი სიძის დამსახურება. საყრდენი ბოძებია და მირჩია მათი დატოვება, არ დაადაბლო ჭერიო. დიდი მადლობა კოკას ამ რჩევისთვის. ვინც კი შემოდის, თვალში საცემია ყველასთვის. ხელოსანთან ერთად დავაძველეთ, ბაწრებიც შევაბით და ასეთი ლამაზი და ორიგინალური გამოვიდა. მათი ფერი ჩემი „მოგონილია“, პარკეტისა და კარებებისაც. ეს ყველაფერი ასეთი ფერი არ ყოფილა, ბევრი პროცედურა გაიარა, სამი პირი გადავუსვით და ასეთი ფერი მიიღო.


შენი ოჯახის წევრები მონაწილეობდნენ ამ პროცესში?

არა, რადგან არ ესმით ეს ამბავი. ბოლომდე ჩემ თავზე ავიღე. ძალიან მომწონს რემონტის პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა დამღლელია, იწელება, ხელოსანზე ხარ დამოკიდებული, შერჩევაც რთული ამბავია… საბოლოო ჯამში, შედეგით  ძალიან კმაყოფილი ვარ.


ახლა რა გაქვს დასასრულებელი?

ეზო არ მაქვს დასრულებული, გალავანი, ბოძები, განათება და გამწვანება, ყველაფერი გასაკეთებელია. ვაპირებ პატარა ბაღის მოწყობას.

იმიტომ მომეწონა ეს ადგილი, რომ დილას კიბეზე რომ ჩამოვჯდები და ყავას ვსვამ, სულიერ სიმშვიდეს ვპოულობ, ჩიტების ჭიკჭიკია, ციყვები დარბიან, თან, არ არის ხმაურიანი ქუჩა, სამოთხეში
ვცხოვრობ. ამას ყვავილებიც რომ დაემატება, აქ ყოფნას ნამდვილად არაფერი აჯობებს. იხილეთ სრულად (ფოტოგალერეა)…