გადაცემას ”რადიო დუეტი” თსუ გორდელას წევრი თამარ ალადაშვილი ესტუმრა.
როგორ ხარ თამარ, შენ პირველად ხარ ჩემთან, სულ მღალატობდი და ბეგის სტუმრობდი ხოლმე…
ძალიან კარგად ვარ, შემოქმედებითად ვიწვი და არ ვჩერდები.
შენი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი არის ”დამაგვიანდა”, ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა…
”დამაგვიანდას” შემდეგ ახალ სიმღერას ჰქვია ”დაგელოდები”, შემდეგ კი რასაც ჩავწერ, ჰქვია ”მიყვარხარ”. ახლა ველოდები მას, ვინც უნდა მოვიდეს.
რამდენი სიმღერა დაგიგროვდა?
15 მზა სიმღერა მაქვს, ბევრი არც გაჟღერებულა რადიო ეთერში, ვმუშაობ დუეტებზეც.
რა ხდება თსუ გორდელაში?
დღეს დილის ათი საათიდან რეპეტიციაზე ვიყავით უკვე, ვემზადებით, რომ გავახაროთ მსმენელი.
კონცერტები თუ გაქვთ?
ამბობენ, რომ ჭირს კონცერტები. მთავარი ის არ არის რამდენად ანაზღაურებადი გახდა ეს ყველაფერი. მთავარი ის არის, რომ მიგიწვდებოდეს იმ ადამიანებთან ხელი, ვინც ორგანიზატორობს ამ
ყველაფერს. მყავს მოსწავლეები და მათთან ერთად ვიყავით ევროპაში, ამერიკასა და მეზობელ ქვეყებში.
ტელევიზიაში ხშირად არ ჩანხარ…
ალბათ არ არის დამოკიდებულება ჩემს მიმართ. არც მე ვაქტიურობ. აქცენტი პოპულარობაზე არ მაქვს. თავის დროზე ყველაფერი თავისთავად მოხდება. მე ვმუშაობ და ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს.
კლიპები გაქვს?
კი, მაქვს. სიმღერაზე ”არა და”. მასში ”მისტერ ვალენტინი 2015” მონაწილეობს, რომელიც კონკურსამდე ჯერ მე აღმოვაჩინე. კიდევ მინდა ”დაგელოდებიზე” გადავიღო.
სხვა პროფესია თუ გაქვს?
კი, ”ბიზნესი და მართვა” დავამთავრე, თუმცა დავკეცე დიპლომი და დავდე. მყავს ბავშვები და ვზრდი ახალ თაობას.
რა ასაკიდან წერ სიმღერებს?
13 წლიდან ვწერ. მაქვს მუსიკალური განათლება. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე და მოვხვდი თსუ გორდელაში. ეს ცალკე დიდი სკოლაა.
”დაგელოდები” როდის ჩაწერე?
4 წლის წინ, დათო კენჭიაშვილის სტუდიაში. ნუკრი ზაალიშვილია არანჟირების თანაავტორი. ბასი თეა ქირიას ეკუთვნის. სიმღერისა და ტექსტის ავტორი მე თავად ვარ.
თამუნა ალადაშვილი – დაგელოდები
გადაცემის აუდიოჩანაწერი
თამუნა ალადაშვილი – მონატრება. Live
თამუნა ალადაშვილი – დამაგვიანდა. Live
თამუნა ალადაშვილი. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები