ცნობილი მესაყვირე კრის ბოტი საქართველოშია, მან ერთი კონცერტი უკვე გამართა, დღეს კი მეორე იმართება. ორივე ღონისძიებაში მასთან ერთად ქართველი ტენორი, ოთარ ჯორჯიკია გამოდის. სხვათა შორის, ის კრის ბოტისთან მხოლოდ საქართველოში არ თანამშრომლობს, ხვალ მასთან ერთად თურქეთში მიემგზავრება, სადაც ასევე მიიღებს მონაწილეობას კონცერტში. მუსიკოსმა მას კიდევ ერთ ღონისძიებაში მონაწილეობა შესთავაზა, თუმცა სამწუხაროდ, ქართველი ტენორი დროის უქონლობის გამო ვერ ახერხებს გამგზავრებას, ვინაიდან ბარსელონაში აქვს შემდეგი გამოსვლა დაგეგმილი.
ოთარ ჯორჯიკიას „ფორტუნა“ ექსკლუზიურად დაუკავშირდა. იხილეთ სრულად…