ავტომოყვარულები სასურველ მოდელებს, გარდა დიზაინისა, ეკონომიურობის, კომფორტისა და აუდიოსისტემის მიხედვითაც არჩევენ.
კარგი აუდიოსისტემა მძღოლისთვის კომფორტთთან, სასიამოვნოდ გადაადგილებასა და დროის საინტერესოდ გაყვანასთან ასოცირდება. ეს ყველაფერი ავტომწარმოებლებმა კარგად იციან, სწორედ ამიტომ, მომხმარებლებს მაქსიმალურად დახვეწილ და ბრენდირებულ აუდიოსისტემას სთავაზობენ.
სწორედ ავტომობილის გახმოვანებას ეხება ის სარეკლამო ვიდეოც, რომელიც ჩვენი რუბრიკის ”2016 წლის ყველაზე საინტერესო საავტომობილო რეკლამების” დღევანდელი სტუმარია.
ერთად ვნახოთ როგორია Volvo S90-ის აუდიოსისტემა და როგორ მზადდება ის…