LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2016 წლის საუკეთესო კამერები

49

ცნობილმა ტექნიკურმა საიტმა – Techradar-მა, რომელიც ამ სფეროში სხვადასხვა ტექნოლოგიურ სიახლეებს აქტიურად აქვეყნებს, 2016 წლის საუკეთესო კამერების TOP სია გამოაქვეყნა. ჩამონათვალში მოხვდა ყველა კამერა, რომელიც ყველაზე მეტ ინოვაციასა და სურათის საუკეთესო ხარისხს გვთავაზობს.

ძალიან რთულია საუკეთესო კამერის დასახელება მაშინ, როცა სხვადასხვა სიტუაციებში (სპორტ-რეჟიმი, განათების სხვადასხვა დონე, დღისა და ღამის რეჟიმი და ა.შ.) ყველა კამერა კონკრეტული მიმართულებით შეიძლება კარგად იღებდეს, თუმცა, მათ მიერ გამოქვეყნებულ სიაში, ნამდვილადაა ისეთი მოდელები, რომელიც თითქმის ყველანაირი პირობის შემთხვევაში სასურველ შედეგს შემოგთავაზებთ.

• Canon EOS 5D

ალბათ წარმოუდგენლად გეჩვენებათ ეს სია Canon-ის გარეშე. Canon EOS 5D – კამერა, რომელიც ფოტოგრაფების ნამდვილი ფავორიტია. აღნიშნული მოდელი ხასიათდება ლინზების ფართო არჩევანით, ასევე ფოტოს წარმოუდგენელი ხარისხითა და მრავალი ფუნქციით. სამწუხაროდ, კამერას არ აქვს 4K ვიდეოს გადაღების ფუნქცია, რაც თანამედროვე სტანდარტებთან ცოტა შეუსაბამობაშია. (მისი ფასი 2999 $-ს შეადგენს)

• Fuji X-T2

წარმოუდგენლი კამერა, მოყვარული და პროფესიონალი ფოტოგრაფებისთვის. 24.3 მპ-იანი გაფართოებით, 3 ინჩიანი tilt-angle დისფლეით, ასევე 4K ვიდეოს გადაღების ფუნქციით. ყველაზე მთავარი, რაც აღნიშნულ კამერას წინამორბედისგან განასხვავებს, ესაა მისი ფასი. Fuji X-T2 2-ჯერ ნაკლები ღირს ვიდრე Canon EOS 5D. (ფასი 1899 $-ს შეადგენს)

• Sony Alpha A7R II

Sony-ის Alpha სერიის ნამდვილი შედევრი. 42.4 MP-იანი კამერა, რომელიც Sony E Mount-ის ლინზებისა და წარმოუდგენლად მაღალხარისხიანი 4K ვიდეო რენდერინგის წყალობით, ნამდვილად იმსახურებს ამ სიის პირველობას. კამერა უსარკოა და მისი სენსორის ზომაა Full-fram CMOS. მისი ფასი საკმაოდ მსუყეა და 2999$ დოლარს შეადგენს, თუმცა, ხარისხის ფონზე, ფასი ნამდვილად არაა გაბერილი.

• Nikon D7200

ამ კამერის მთავარი ღირსება მისი კომპაქტურობა და ინტუიციურად მართვადი რეჟიმებია. კამერა Nikon DX FX-ის ლინზებთანაა თავსებადი. Nikon D7200 DSLR–ის კამერების ტიპს მიეკუთვნება. უარყოფითი თვისებებიდან აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ კამერა იღებს მხოლოდ Full HD ვიდეოს, განსხვავებით მისი თანამედროვე კონკურენტებისგან. მწარმოებელმა 4K ვიდეოს გადაღების ფუნქცია მოდელში არ ჩააშენა. (ფასი 1296$-ია)

• Panasonic LX100

 ყველაზე დაბალი ღირებულების კამერა, რომელიც Panasonic-ს ეკუთვნის. აღნიშნული კამერა არ მიეკუთვნება პროფესიონალ კამერებს. ესაა ძვირადღირებული კომპაქტური ციფრული კამერა, რომელიც აღჭურვილია 24-75 mm-იანი ლინზით, 12.8 MP-იანი სენსორით, 4K ვიდეოს გადაღების ფუნქციითა და ელექტრონული Viewfinder-ით. მისი საბაზრო ღირებულება 650 ამერიკულ დოლარს შეადგენს.

აღნიშნულ სიაში არაა უამრავი კამერა, რომელიც ნამდვილად იმსახურებს აღნიშვნას, თუმცა, მოდელები ნამდვილად ყველაზე კარგი არჩევანია ამ ფასში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები