დიდი ბრიტანეთის ყველაზე გემოვნებიანი ქალის ტიტული, კეიტ მიდლტონს, როგორც აღმოჩნდა არც ისე იაფი უჯდება: ბრიტანულმა გამოცემებმა დაითვალეს, რომ 2016 წლის განმავლობაში კეიტმა მოდურ ტანსაცმელში 200 ათას დოლარზე მეტი დახარჯა.
მიმდინარე წელს მიდლტონის გარდერობი „დოლჩე და გაბანას“, „პრინისა“ და სხვა ცნობილი ბრენდების ტანსაცმლით შეივსო. შედარებისთვის, თუ 2015 წელს კემბრიჯის ჰერცოგინიას ჩაცმულობა 43 ათასი ფუნტი სტერლინგით იყო შეფასებული, 2016-ში ამ რიცხვმა 174 ათას ფუნტამდე მოიმატა, რაც საშუალოდ 213 ათასი დოლარია. მაგალითად, ტანსაცმელი, რომელიც მიდლტონს ინდოეთში ვიზიტის დროს ეცვა, 40 ათას დოლარი დაჯდა, კანადაში ყოფნის დროს კი მისი გარდერობი თითქმის გაორმაგდა და 76 ათას დოლარამდე გაიზარდა.
ცნობისთვის, ოფიციალურ ვიზიტებზე კეიტის ჩაცმულობის თანხას უელსის პრინცი ჩარლზი იხდის.