2016 ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია.
წელს სტუდენტი 27 782 აბიტურიენტი გახდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სახელმწიფო გრანტი მიიღო 6 500-მა აბიტურიენტმა, ხოლო 4 000-მდე იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა, სადაც სწავლას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. მათივე ცნობით, ჩარიცხულია გამოცდებზე გამოცხადებული აბიტურიენტების 74%-ზე მეტი.
აბიტურიენტებს 25 აგვისტოს 12:00 საათიდან თავიანთ პირად გვერდზე შეეძლებათ ნახოთ თუ რომელი უმაღლესი სასწავლებლის რომელ ფაკულტეტზე მოხვდნენ და მიიღეს თუ არა სახელმწიფო გრანტი.
აბიტურიენტებს შედეგების გაგება მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეუძლიათ. ამისათვის საგამოცდო ბარათის ნომერი უნდა გაგზავნოთ ნომერზე 93333. (მომსახურების საფასური 50 თეთრი ჩამოიჭრება ანგარიშიდან)