თუ თქვენ ხართ ნამდვილი მელომანი და მუსიკის მოსმენისას ხმის ხარისხს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ, აუცილებელია თქვენი ავტომობილის კარგი აუდიო სისტემით აღჭურვა. სამწუხაროდ, ხშირად აუდიოხარისხს განსაზღვრავს სისტემის მაღალი ფასი ან ცალკე შეძენილი აუდიოაღჭურვილობა, თუმცა დღეს შევეხებით ახალ, 2016 წლის ავტომობილებს, რომლებიც სწორედ მუსიკის მოყვარულებისთვისაა განკუთვნილი და აუდიო სისტემის მაღალი ხარისხი მწარმოებლისგან აქვს ჩაშენებული. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით, ავტომობილები ქარხნულადაა აღჭურვილი აუდიოსისტემებით, რომლებიც ნამდვილად არაა ცუდი ხარისხის, არსებობს გამორჩეულად ხარისხიანი აუდიოსისტემები, რომლებიც აღნიშვნას ნამდვილად იმსახურებს.
Audi S5 / აუდიოსისტემით – Bang & Olufsen
მიუხედავად იმისა, რომ Bang & Olufsen ცნობილია სახლის აუდიოსისტემების წარმოებით, მათ გარისკეს და ავტომობილების სფეროშიც შეიხედეს, რომელიც Audi-ს ’’ლამაზმანს’’ კიდევ უფრო მომხიბლელს ხდის. აღნიშნული ავტომობილი აღჭურვილი 14 სპიკერითა და 505 ვატიანი გამაძლიერებელით. აუდიოსისტემას შეიძლება დაუკავშირდეთ Bluetooth-ით. iPad-ისა და სხვა მუსიკალური მოწყობილობების ინტეგრაციის შესაძლებლობა, მეხსიერების ბარათები და სატელიტური რადიო უფრო მომხიბლელს ხდის გარემოს.
Acura RDX / აუდიოსისტემით – Panasonic ELS Studio
გრემის ერთ-ერთ ნომინაციაში გამარჯვებული ხმის ინჟინერისა და პროდიუსერის, ელიოტ შაინერის დახმარებით შეიქმნა ELS Studio, 14 პრემიუმ სპიკერით აღჭურვილი აუდიო სისტემა, რომელიც ყველა მელომანსა და ავტომოყვარულს აძლევს საშუალებას, საკუთარი ავტომობილის მართვისას, მოუსმინოს სასურველ მუსიკას ზუსტად ისე, როგორც ეს ჟღერდა ხმის ჩამწერ სტუდიაში. სწორედ აღნიშნული სისტემაა Acura RDX-ში. ოპტიმიზირებულია როგორც DTS ასევე DVD-Audio დისკებისთვის, ხმა ისმის ექვსი დამოუკიდებელი სტერეოსპიკერიდან, რომელიც გულგრილს არავის არ ტოვებს.
Bentley Mulsanne / აუდიოსისტემით – Naim
მიუხედავად იმისა, რომ აუდიოსისტემა შეიძლება არ იყოს ცნობილი ბევრისთვის, როცა საქმე მანქანის აუდიოსისტემებს ეხება, ნებისმიერი მელომანი მძღოლი აღიარებს Naim-ის აუდიოსისტემას, რომლითაც Bentley Mulsanne-ა აღჭურვილი. აღნიშნულ სისტემას აქვს 20 სპიკერი, სტრატეგიულად განლაგებული კაბინაში, სისტემა მუშაობს 2200 ვატზე, დამოუკიდებლად აქვს გამაძლიერებელი ყოველი სპიკერისთვის. ამავდროულად აქვს ორმაგი ეფექტი ხმის გამოცემისას, რომელიც მაქსიმალურ ხარისხს იძლევა მოსმენისას.
Ford Focus Titanium / აუდიოსისტემით – Sony
10 არხით და 355 ვატიანი წარმოუდგენლად ხარისხიანი ხმა, რომელსაც Ford Focus Titanium-ში შეხვდებით, Sony-ს მიერაა შემუშავებული. უმეტესწილად, რაც აღნიშნული სისტემის უდიდეს პლიუსად შეიძლება ჩაითვალოს, ესაა – მისი ხარისხი და ასევე მისაღები ფასი ყველასთვის, ვისაც ხარისხიანი ხმა უყვარს. სისტემის ცხრა სპიკერი და წინიდან დამაგრებული საბვუფერი იძლება წარმოუდგენლად სუფთა საუნდს, რომელიც ავტომობილს განსაკუთრებულ თვისებად შეიძლება ჩაითვალოს. ასევე, აუდიო სისტემის მართვა შესაძლებელია ხმოვანი ბრძანებებით, მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
Jaguar XJ Ultimate / აუდიოსისტემით – Meridian Tri-field Surround
შემდეგი ავტომობილი გასაოცარი ხმის ხარისხით Jaguar XJ Ultimate-ია, რომელიც ამსხვრევს სტერეოტიპს, რომ კარგი საუნდსისტემის მქონე ავტომობილები მხოლოდ მაღალანაზღაურებადი Rock-Star-ების ხვედრია. სავსებით მისაღები ფასით, 825 ვატით და 20 სპიკერიანი Tri-Filed Surround აუდიოსისტემით იძლევა ყველაზე სუფთა და კარგ ხმას, საოცარ ეფექტს და ავტომობილის მართვას უფრო მომხიბვლელს ხდის. კრიტიკოსების აზრით, აღნიშნული საუნდსისტემა ერთ-ერთი საუკეთესოა თუ ხმის რეალისტურად აღქმა გინდათ თქვენს ავტომობილში.
Mercedes-Benz S-Class Coupe / აუდიოსისტემით – Burmester High-End 3-D Surround-Soundsystem
ახალი Mercedes-Benz S-Class-ისთვის ახალი Burmester-ის აუდიოსისტემა საკმაოდ კარგი არჩევანი იყო. კომპანია Dieter Burmester-ს ეკუთვნის და ბერლინშია დაარსებული. აუდიო სისტემა წარმოადგენს მაღალი ხარისხის 3D Surround-ის სისტემას, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში იძლევა საოცარ ხარისხს და შეგრძნება ექვივალენტია დიდ დარბაზში მოსმენილი ხმის ტალღისა. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის მგზავრი თუ მძღოლი სპიკერებთან ფიზიკურად ახლოს ზის, ხმის ნაკადი საკმაოდ სივრცულ ხმოვანებას იძლევა. საუნდ ალგორითმი სპეციალურად S-Class-ზეა მორგებული.
Lexus LS 600h L / აუდიოსისტემით – Mark Levinson Reference Surround Sound
ამ შემთხვევაშიც 19 სპიკერიანი Mark Levinson-ის აუდიო სისტემა წარმოადგენს ერთ-ერთ მუქ მახასიათებელს Lexus LS600h L-ისთვის. ხმის ხარისხს განაპირობებს 15 არხიანი პროცესორი/გამაძლიერებელი, რომელიც კომბინირებულია 450 ვატით. არხები არის პარალელური და ასევე სათითაოდ აქვს საბვუფერი. სისტემა თავსებადია როგორც DTS ისე DVD-Audio ფორმატებთან. ასევე აქვს შიდა მეხსიერება, რომელიც დამატებითი ფუნქციებისთვისაა განკუთვნილი. შესაძლებელია ასევე iPod-ისა და სხვა მუსიკალური მოწყობილობების სინქრონიზება. აქვს სატელიტური რადიოც.
Toyota Avalon / აუდიოსისტემით – JBL Entune Premium
ტოიოტას ფლაგშიპი, სრული ზომის სედანი, გვთავაზობს საკმაოდ დახვეწილ ფუნქციებს, რომელიც რათქმაუნდა აუდიოსისტემის მაღალ ხარისხსა და წარმადობას გულისხმობს. Avalon-ის საუნდი უზრუნველყოფილია JBL Audio-ს მიერ, რომელიც საკმაოდ დიდი ხანია ხმის ხარისხსა და საუნდსისტემებს უზრუნველყოფს სხვადასხვა სფეროს მოწყობილობებისთვის. დამეთანხმებით, ვისაც შეხება ჰქონია JBL-ის მიერ შემუშავებულ სხვადასხვა აუდიომოწყობილობებთან, ეცოდინება 12 არხიანი გარე გამაძლიერებელი ორი საბვუფერით, რომელიც საოცარ ხმის ხარისხს უზრუნველყოფს. სისტემა ასევე აღჭურვილია JBL-ის მიერ შემუშავებული GreenEdge ტექნოლოგიით, რომელიც ენერგომოხმარების დაზოგვას ემსახურება.
Volkswagen CC / აუდიოსისტემით – Dynaudio
Dynaudio არის დანიური საუნდსისტემების კომპანია, რომელმაც შეიმუშავა აუდიოხარისხი სახლის სტერეო სისტემებისთვის, ამჯერად კი მათ ავტომობილების სფეროშიც მოსინჯეს საკუთარი ბედი. 600 ვატიანი 10 სპიკერით და 10 არხიანი გამაძლიერებელი, რომელიც ხმის ხარისხს სპეციალური ციფრული პროცესორით უზრუნველყოფს. სისტემა შეიცავს ორ ძირითად თვითერს, (Tweeter არის სპეციალურად შემუშავებული სპიკერი აუდიონაკადის მაქსიმალური ხარისხის მისაღებად) რომელიც განლაგებულია წინ, ასევე ორ ქარხნულ თვითერს, რომელიც განლაგებულია წინა კარებებთან, ორიც ცენტრალური სპიკერი და ოთხი ვუფერი, რომელიც თითქმის ჩატანებული СС-ის კარებში.
Chrysler 300 and Dodge Charger / აუდიო სისტემით – Harman Kardon Green Edge
The Harman Kardon-ის ხმოვანი სისტემა Chrysler 300 and Dodge Charger-ისთვის უზრუნველყოფილია 19 სპიკერით, რომელიც 12 არხიანი გამაძიერებლით მუშაობს 900 ვატზე. სისტემა აერთიანებს 12 სტრატეგიულად განლაგებულ სპიკერებს, რომლებიც surround ეფექტს იძლევა. აუდიო კრიტიკოსების აზრით, ხმოვანი სისტემა იძლევა წარმოუდგენელ ეფექტს ავტომობილის მართვისა თუ ღია გარემოს შემთხვევაშიც.