LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2016 წლის არჩევნები იყო პოლიტიკური კლასის მიზანმიმართული გაქრობა – პრეზიდენტი

95

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, 2016 წლის არჩევნები იყო მიზანმიმართული გაქრობა პოლიტიკური კლასის და პოლიტიკური პარტიების მიზანმიმართული შესუსტება.

როგორც პრეზიდენტმა თავის ყოველწლიურ მოხსენებაში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა,  ამ პერიოდის განმავლობასი არ გადაიდგა ნაბიჯები იმისთვის, რომ პოლიტიკური ოპოზიცია გაძლიერებულიყო ან შექმნილიყო ძლიერი ოპოზიციის წინაპირობა.

„არცერთი კანონმდებლობა არ შეიქმნა ამ მიმართულებით, და საერთოდ როცა მახსნედება 2015 წელს წამების კადრების საჯაროდ ჩვენება, შემიძლია ვთქვა, რომ ევროპული პოლიტიკური კულტურიდან და კლასიდან ნამდვილად გვაშორებს ასეთი ნაბიჯები. თუმცა, ამავე დროს ნამდვილად, შეიცვალა სახელმწიფოს სახე და ის აღარ არის აგრესული. მოქალაქეს სახელმწიფოსი აღარ ეშინია, განსხვავებით წინა წლებისგან,“ – აღნიშნა მარგველაშვილმა