ამ სტატიაში თქვენ გაეცნობით იმ ავტომობილებს, რომლებიც ავტომოყვარულებმა მსოფლიოს უსწრაფეს ავტომობილებად აღიარეს და თანაც, თითოეული მოდელი მხოლოდ წლევანდელ წელს გამოჩნდება.
საავტომობილო სამყაროსთვის 300კმ/სთ-მდე სიჩქარე იშვიათობას ნამდვილად აღარ წარმოადგენს, თუმცა, ათეული, რომელსაც გთავაზობთ იმ ავტომობილებით შევადგინეთ, რომლებმაც სიჩქარის ბარიერი 400კმ/სთ-მდე გაზარდეს. გაივლის 5-10 წელი და ჩვენ აუცილებლად ვიხილავთ კონცეპტუალურ მოდელებს, რომლებიც სისწრაფის ბარიერს 500კმ/სთ-მდე გაზრდიან, რისი წინაპირობაც უკვე რამდენიმე ავტომწარმოებლის სამომავლო გეგმებში უკვე არსებობს.
მაშ ასე: თქვენს წინაშეა 2016 წლის 10 საუკეთესო ჰიპერქარი…
- Hennessey Venom F5
Hennessey Venom F5 კიდევ ერთი მცდელობაა კომპანიისგან, შექმნას მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ავტომობილი, რაც საბოლოო ჯამში წარმატებულადაც დასრულდა. ავტომობილი, რომელსაც ტორნადოს უწოდებენ 261-დან 318კმ/სთ-მდე სისწრაფეს ანვითარებს.
მსოფლიოს უსწრაფესი ავტომობილის კაპოტქვეშ 7,0 ლიტრიანი V8 ტიპის Twin-Turbo ძრავია მოთავსებული, რომლის სიმძლავრეც 1,419 ცხენის ძალაა. 14 წამში ავტომობილი 200კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 467კმ/სთ-ა. ჰიპერქარის საბაზრო ღირებულება 1 მილიონ ევროს შეადგენს.
- Bugatti Chiron
ახალი სუპერქარის ფორმა განსხვავდება ამ ხაზის სხვა ავტომობილებისგან. 2016 წლის Bugatti Chiron წინამორბედებისგან განსხვავებით ბევრად უფრო დინამიური და სწრაფია. განახლებული მოდელი უახლესი ტექნოლოგიებით აღიჭურვა და ძარა უფრო მსუბუქი გახდა.
Bugatti Chiron-ის მაქსიმალური სიჩქარე 406 კმ/სთ-ა, რომელსაც W16 ტიპის Quad-Turbo ძრავი განაპირობებს. ადგილიდან 100კმ/სთ სიჩქარეს სუპერქარი 2,0 წამში ანვითარებს. ავტომობილის ღირებულება 2,5 მილიონ ევროს შეადგენს.
- SSC Tuatara
მესამე ადგილი მსოფლიოს 10 უსწრაფეს ავტომობილს შორის Shelby Supercars-მა (SSC)-მ დაიკავა.
ამ ჰიპერქარის შესაძლებლობები ნამდვილად მოლოდინს აჭარბებს. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 444კმ/სთ-ია. კაპოტქვეშ მოთავსებულია V8 ტიპის 6,3 ლიტრიანი Biturbo ძრავი. 100კმ/სთ-მდე აჩქარებას Tuatara 2,5 წამში ახერხებს და მისი ფასი 1 მილიონ ევროს შეადგენს.
- Koenigsegg One: 1
მეოთხე ადგილს დასჯერდა The Agera One, რომელიც მსოფლიოს საავტომობილო ბაზარზე Koenigsegg-ის პირველი “Mega” (სიმძლავრე მეგავატებში) ავტომობილი გახდა. ყოვლისშემძლე V8 ტიპის ძრავის სიმძლავრე 1360 ცხენის ძალაა, რომელიც 1 მეგავატს შეესაბამება. ამ ავტომობილის მთავარი ღირსებას სწორედ ესაა: რამდენი ცხენის ძალაც აქვს ძრავს, იმავე სიმძიმისაა ავტომობილიც, მისი სახელწოდება One: 1-იც სწორეს ამის აბრევიატურაა.
ავტომობილის მაქსიმალური სისწრაფე 440კმ/სთ-ა, რასაც 5.0 ლიტრიანი V8 ტიპის Biturbo ძრავი განაპირობებს. მისი საბაზრო ფასი 3,3 მილიონი ევროა.
- 9ff GT9 Vmax
GT9 Vmax Porsche 911 GT3-ის ბაზაზე შეიქმნა. ავტომობილის საერთო მასა 1,340კგ-ს შეადგენს და კორპუსი ნახშირბადის ბოჭკოვანი დეტალებისგან არის დამზადებული. აგრეთვე გამოყენებულია კარბონისა და თხელი ალუმინის დეტალებიც.
სპორტქარის მაქსიმალური სიჩქარე 437კმ/სთ-ია. კაპოტქვეშ მოთავსებულია 4,2 ლიტრიანი B6 Biturbo ტიპის ძრავი, რომლის სიმძლავრეც 1,400 ცხენის ძალაა. ავტომობილის აჩქარებას 100კმ/სთ- სიჩქარემდე 3,1 წამი სჭირდება, მისი ფასი კი 540ათას ევროს შეადგენს.
- Hennessey Venom GT
ამერიკული ტუნინგ ატელიე Hennessey თავდაუზოგავად იბრძვის იმისთვის, რომ შექმნას მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ავტომობილი, რაც ამ სიით კიდევ უფრო დასტურდება. ამჯერად საუბარია უკანაწამყვანთვლიან Venom GT-ზე, რომელიც გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა.
ავტომობილის მაქსიმალური სისწრაფე 435კმ/სთ-ია, რომელსაც F5-ის მსგავსად 7.0 ლიტრიანი V8 ტიპის Biturbo ძრავი განაპირობებს. ძრავის სიმძლავრე 1,261 ცხენის ძალით განისაზღვრა, ხოლო 100კმ/სთ-მდე აჩქარებას სუპერქარი 2,7 წამში ახერხებს. Venom GT-ს საბაზრო ღირებულება 900ათას ევროს შეადგენს.
- Trion Nemesis RR
435კმ/სთ მაქსიმალური სიჩქარის მქონე Nemesis, ბევრისთვის უცნობი ავტომობილია თუმცა, სპორქარების მოყვარულთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.
Trion Nemesis RR-ის კაპოტქვეშ 2000 ცხენის ძალა იმალება, რომელსაც V8 ტიპის Biturbo ძრავი გამოიმუშავებს. ავტომობილი 0-დან 100კმ/სთ-მდე სიჩქარეს 2,8 წამში ანვითარებს.
- Bugatti Veyron 16.4 Super Sport
ათეულში Bugatti-ს კიდევ ერთი მოდელი მოხვდა. Volkswageni-ს ეს ისტორიული პროექტი, რომელსაც Bugatti ქვია მუდმივად ინარჩუნებს უნიკალურობას.
Veyron 16.4 Super Sport-ის კაპოტქვეშ W16 ტიპის 7,9 Quad Turbo ძრავია მოთავსებული, რომლის სიმძლავრეც 1,200 ცხენის ძალაა. სპორტქარი 100კმ/სთ სიჩქარეს 2,5 წამში ანვითარებს, საბაზრო ღირებულება კი 1,650ათას ევროს შეადგენს.
- Fahlke LArea GT1 S12
ავტომობილმა ამ სიაში მოხვედრა ახალი ძრავითა და შემსუბუქებული მასის მეშვეობით მოახერხა. სარბოლო ავტომობილი მხოლოდ სწრაფი სვლისთვის იქმნება და ფიზიკისა და აეროდინამიკის ყოველგვარ კანონს ეწინააღმდეგება.
ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 430კმ/სთ-ია, კაპოტქვეშ კი V8 ტიპის 7.2 ლიტრიანი ძრავია მოთავსებული, რომლის სიმძლავრეც 1,260 ცხენის ძალაა. შასის სიმძიმე 950კგ-ს შეადგენს და 100კმ/სთ-მდე აჩქარებას 2,0 წამში ახერხებს.
- Koenigsegg Agera R
ათეულის უკანასკნელ პოზიციას ყველასათვის კარგად ნაცნობი და საყვარელი Agera R იკავებს. უნიკალური ბრენდი და მისი ავტომობილები მუდმივად ავტომოყვარულთა ყურადღების ცენტრში არიან. სწორედ ამის დასტურია ისიც, რომ 2016 წლის 10 ყველაზე სწრაფი ავტომობილის სიაში Koenigsegg-ის ორი მოდელია წარმოდენილი.
Agera R-ის კაპოტქვეშ 5.0 ლიტრიანი V8 ტიპის ძრავია მოთავსებული, რომლის სიმძლავრეც 1,190 ცხენის ძალას შეადგენს, ხოლო მისი საერთო მასა 1,435კგ-ა. 100კმ/სთ სიჩქარეს Agera R 2,8 წამში ანვითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 415კმ/სთ-ა. მისი საბაზრო ღირებულება 1,200 მილიონ ევროს შეადგენს.