2016 წელს სამგორის რაიონში 17 სკვერი მოეწყობა. სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაობი ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ერთ-ერთი დიდი სკვერი ბერიაშვილის ქუჩაზე მოეწყობა, რომლის ტერიტორია 10560 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ყველა სკვერში გაკეთდება ქვიშის მოედნები, ატრაქციონები, ასევე ე.წ. კაუჩუკის მოედნები, ამ დროისთვის იგება ფილები, მთლიანად იცვლება მოსასვენებელი სკამები და ნაგვის ურნები. ყველა სკვერი სამგორის რაიონში ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
“პროექტები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით ხორციელდება. ვმუშაობთ ინტენსიურ რეჟიმში. მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს მოსახლეობასთან და ყველა პროექტი განხორციელდება მათი ინტერესების გათვალისწინებით“, – განაცხადა სამგორის რაიონის გამგებელმა გიორგი ბაგრატიონმა.