ქართველი მხატვრის ნამუშევარი ამერიკაში 4 500 000 დოლარად გაიყიდა. გამოცემა „Huffpost Arts”-ის ინფორმაციით, რომან კრიხელის „მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი ქალი“ ექსპერტებმა მეორე „მონა ლიზად“ შერაცხეს. ნამუშევრის თავდაპირველი ფასი მილიონი დოლარი იყო, თუმცა ის კერძო აუქციონზე ბევრად მეტად გაიყიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ნახატი ყატარის სამეფო ოჯახმა შეიძინა. თუმცა, ხელოვანი ამას ჯერ-ჯერობით არ ადასტურებს.
შეგახსენებთ, რომ პოპულარული მხატვარი რომან კრიხელი 1956 წელს საქართველოში დაიბადა. 16 წლის იყო, როცა საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა და იქ ცოტა ხანი დაყო. შემდეგ ნიუ-იორკში გადასახლდა და დღემდე იქ მოღვაწეობს.