15 დეკემბერს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ფონდი „ავტოგრაფი“, ქართველი მუსიკოსის, ირაკლი ჩარკვიანისადმი მიძღვნილ კონცერტს წარმოადგენს. ღონისძიების სახელწოდებაა „ისტორიას დარჩება!“.
ამ კონცერტთან დაკავშირებით ყველაზე საინტერესო დეტალი გახლავთ ის, რომ ორგანიზატორებმა პირველად საქართველოში ჩაიფიქრეს მუსიკოსის ვირტუალური სამი დე გამოსახულების მომზადება,
რისი საშუალებითაც ის მაყურებლის წინაშე „წარდგება“. ირაკლი ჩარკვიანის ჰოლოგრამის საშუალებით, მაყურებელს სცენაზე მისი„ ნახვა“ და მისი შესრულებული სიმღერის მოსმენა შეეძლება. შეგახსენებთ, რომ მსგავსი ჰოლოგრამა მაიკლ ჯეკსონის კონცერტისთვის გამოიყენეს, ასევე ჰოლოგრამით „გააცოცხლეს“ ცნობილი ამერიკელი რეპერი 2 Pac-იც.
კონცერტში მონაწილეობენ ნიაზ დიასამიძე, პეჩო, უცნობი, „ვაკის პარკი“, ნიკა კაჩაროვი, დათო ევგენიძე, ქეთათო, მაია დარსმელიძე, სოფი ვილი, გელა ჩარკვიანი და რამდენიმე ქართული ჯგუფი.
ფილარმონიაში ღონისძიება საღამოს რვა საათზე დაიწყება.
პროექტის მხარდამჭერები არიან: კულტურის სამინისტრო, თბილისის მერია და საკრებულო.
პარტნიორები: „რუსთავი 2“, „ფორტუნა“, „ფორტუნა პლუსი“, Myvideo.ge, „პრაიმ ტაიმი“, „ალმა“, „სანო სტუდია“.
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ფილარმონიის სალაროში ან TKT.ge-ზე.