LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახტანგ ტაბლიაშვილის 100 წლის იუბილე დოკუმენტური ფილმის ჩვენებით აღინიშნება

Ardaidardo.Ge

დიდი ქართველი რეჟისორის, ვახტანგ ტაბლიაშვილის დაბადებიდან 100 წლის იუბილე მარჯანიშვილის თეატრში დღეს, საღამოს 7 საათზე აღინიშნება. ნაჩვენები იქნება მისი შვილის, ირაკლი ტაბლიაშვილის მიერ შექმნილი დოკუმენტური ფილმი. წარმოდგენილი იქნება რამდენიმე თეატრალური ინსცენირება მარჯანიშვილის თეატრის მსახიობების მონაწილეობით, გამოიფინება სპექტაკლების ესკიზების ფოტოები, შედგება რეჟისორის შესახებ გამოცემული წიგნის პრეზენტაციაც. ღონისძიების წარმდგენია თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

ირაკლი ტაბლიაშვილი:

ეს ფილმი მე და ჩემმა შვილმა გადავიღეთ. მასზე მუშაობა ერთ წელს გაგრძელდა. თავიდან, ჩაფიქრებული გვქონდა მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის გადაღება, ამისთვის, სამწუხაროდ, ფინანსები ვერ მოვიძიეთ. შემდეგ, მაშინდელი კულტურის მინისტრი, გურამ ოდიშარია დაგვეხმარა და შევძელით მხოლოდ დოკუმენტური ფილმის მომზადება. ფილმში შესულია ვახტანგ ტაბლიაშვილის შესახებ ბევრი ნაკლებად ცნობილი და ბევრი საერთოდ უცნობი ფაქტი. გვინდოდა, მისი შემოქმედება ეპოქის ასახვის კონტექსტში წარმოგვეჩინა და არა ცალკე, თავად ყოველთვის ამბობდა, კოლექტივის გარეშე ვერაფერს მივაღწევდიო, ამიტომ ფილმში მაქსიმალურად ვაჩვენეთ ის მსახიობები, რომლებმაც კულტურის მთელი ეპოქა შექმნეს, გასული საუკუნის 40-50-იანი წლების შესახებ ვსაუბრობ.

ნინო მურღულია

ვახტანგ ტაბლიაშვილი აკაკი დვალიშვილთან და რეზო ჩხეიძესთან ერთად

Ardaidardo.Ge