Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ნოემბერი 27, 2015 – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია ბუნიათიშვილი „ქოლდფლეის“ ახალ ალბომში დაუკრავს!!!

Ardaidardo.Geახლახან მსოფლიოში ცნობილი ქართველი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის ოფიციალური „ფეისბუქის“ გვერდზე გამოჩნდა სიახლე, რომელიც ნებისმიერ მელომანს გაახარებს. როკ-ჯგუფმა „ქოლდფლეიმ“ ის ახალ ალბომში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. ალბომში „Head fool of dreams“ ხატია გამოჩნდება უამრავ სხვა ცნობილ შემსრულებელთან ერთად, რომლებიც ასევე მონაწილეობენ ალბომის შექმნაში, მაგალითად, ბიონსე, მერი კლეიტონი, ნოელ გალაჰერი და სხვანი.

 

სულ ახლახან ინტერნეტში გამოჩნდა პოპულარული ჯგუფის ახალი ალბომიდან სიმღერების ამონარიდები. მათ შორისაა კომპოზიცია „კალეიდოსკოპი“, რომლისთვისაც კრის მარტინმა შეარჩია ცნობილი ლექსი „სტუმართა სახლი“, სახელგანთქმული სუფისტი პოეტის, ჯალალედინ რუმის შემოქმედებიდან. ლექსი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ინტერნეტში, ქოულმან ბარკსმა თარგმნა ინგლისურ ენაზე.

საგულისხმოა, რომ „კალეიდოსკოპში“ ბარაკ ობამას ხმაც ფიგურირებს, კომპოზიციის ბოლოს მისი ინტერპრეტაციით შესრულებული ცნობილი სიმღერა „Amazing Grace“ აჟღერდება. ზემოხსენებული სიმღერა, როგორც კრიტიკოსები წერენ, ალბომის ნამდვილი მარგალიტია. სასიხარულოა, რომ მის შექმნაში ქართველი პიანისტი მონაწილეობს.

ნინო მურღულია

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge