გადაცემას რადიო დუეტი” მომღერალი ავთანდილ ჩადუნელი ესტუმრა.
– ჩვენთან შენი სამი სიმღერა ჟღერს, მაგრამ პირდაპირ ეთერში პირველად ხარ, მოგვიყევი შენს შესახებ…
– შვიდი წლის განმავლობაში ისრაელში ვცხოვრობდი. მინდოდა მენახა სხვა ქვეყანაში რა ცხოვრება იყო, დიდი საახლობლო მყავს ისრაელში. თუმცა, ხმოლოდ ჩემს ქვეყანაში მინდა ცხოვრება. ვცდილობ მსმენელს მოეწონოს ჩემი სიმღერები.
– გარდა სიმღერისა რაიმეს თუ საქმიანობ?
– ისრაელში სხვა სამსაურში ვმუშაობდი, მტვირთავად. ახლა აქ რესტორანში ვმღერი. საქართველოში რაც მე მიყვარს იმას ვაკეთებ. ნანა მესხი შემთხვევით ვნახე პირველ არხზე, დავეკონტაქტე ინტერნეტით, გავიცანი, დავუკავშირდი და ვთხოვე ჩემთვისაც დაეწერა სიმღერა, სწორედ მისი სიმღერის პრემიერა შედგება დღეს.
– რა ასაკიდან მღერი, გაქვს თუ არა მუსიკალური განათლება?
– პროფესით ვარ იურისტი და ვმუშაობდი კიდეც. მთელი ჩემი ოჯახი მუსიკოსია, მეც ძალიან მიყვარდა სიმღერა. პიანინოზე ვუკრავდი. გული კი მიგრძნობდა, შეიძლება პროფესიადაც გადაიქცეს თქო. უკვე 11 წელია რაც ვმღერი. გავიცანი ციური მჭედლიძე და ჩემს მუსიკალურ კარიერაში სწორედ მას მიუძღვის დიდი წვლილი. ეხლა ვსწავლობ მუსიკალურ სასწავლებელში. კერძოდ სახლში სულ ვემზადებოდი.
– რა ჟანრში მღერი?
– პირველი ჩემი ჩანაწერი იყო მაცაცო სეფისკვერაძის ”ჩუმად გაგიყვან მინდორში”. მთლიანობაში 5 სიმღერა მაქვს. ძალიან მიყვარს რომანსები.
– ახალი სიმღერის შესახებ გვიამბე…
– ”გაზაფხულია” – ასე ჰქვია მას. ნანა მესხია სიმღერის ავტორი, არანჟირება ცირა ბზიშვილს ეკუთვნის, ტექსტი კი იოსებ ნონეშვილს. დიდი მადლობა მინდა არ დაიდარდოს გადავუხადო.
ავთანდილ ჩადუნელი – გაზაფხულია
კომპოზიტორი: ნანა მესხი
ლექსი: იოსებ ნონეშვილი
არანჟირება: ცირა ბზიშვილი
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ვიდეო კოლაჟი
ფოტო კოლაჟი