LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლელა წურწუმიასა და „მამალი ქალების“ დუეტი ლელას სოლოსიმღერად გადაიქცევა

Ardaidardo.Geჯგუფმა „მამალი ქალები“, თამუნა ლეკვეიშვილისა და თათია სულუაშვილის შემადგენლობით, ახლახან ახალი ვიდეორგოლი შემოგვთავაზა, ლელა წურწუმიასთან ერთად. სიმღერა თამუნას ეკუთვნის, ტექსტი – მიშა ცინცაძესთან ერთად დაწერა.

თამუნა ლეკვეიშვილი:

ამ სიმღერას ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა. მუსიკა ჩემია, ტექსტი მიშა ცინცაძესთან ერთად დავწერე. თავიდანვე იყო განსაზღვრული, რომ ეს უნდა ყოფილიყო ჩვენი დუეტი ლელა წურწუმიასთან, ამიტომ გავითვალსიწინე და ჩვენგან სტილისტურად ოდნავ განსხვავებული მელოდია დავწერე, რომ ლელას კარგად მორგებოდა. სხვათა შორის, თავადაც კარგად მიიღო და მოეწონა. მოლაპარაკებების პროცესში ვართ, უნდა, რომ ეს სიმღერა, ოღონდ, რა თქმა უნდა, სხვა ტექსტით, თავად ჩაწეროს. მე, როგორც ავტორი, რასაკვირველია, არ ვეტყვი უარს (იღიმის).

გადაღებებზე რა ხდებოდა?

გადაღებებზე ხდებოდა ის, რომ მეც და თათიაც სიცხიანები დავდიოდით…

რატომ?

იმიტომ, რომ სამი დღე ფაეტონით ვისეირნეთ ამ სიცივეში ფარღალალა კაბებით და გავცივდით. კიდევ, ფაეტონი ყირავდებოდა პერიოდულად (იცინის), მაგრამ გადავრჩით…

ლელა მთელი კლიპი სიცილს ვერ იკავებს…

ძალიან ეცინებოდა ამ სიტუაციაზე. ბევრი რამ ვერ მოხვდა კლიპი, ძალიან მხიარული გადაღებები იყო…

კიდევ თუ აპირებთ დუეტს?

ჯერჯერობით არა, გვაქვს სამი დუეტი, ლელასთან, გია სურამელაშვილთან და ნანუკა ჟორჟოლიანთან. რაღაცას კიდევ მოვიფიქრებთ, მაგრამ ჯერ არა.

ნინო მურღულია