”მომღერლის დაცვას სამჯერ მოუწია სცენაზე ასვლა და ყვავილების უზარმაზარი თაიგულების გატანა”
რამდენიმე დღის წინ იესო მაცხოვრის სახელობის საეკლესიო ტაძრების დარბაზში მოსკოვში მცხოვრები ქართველი მომღერლების კონცერტი გაიმართა. მათ შორის იყვნენ გელა გურალია, ზურაბ სოტკილავა, თემურ თათარაშვილი, ია ნინიძე, ნოდარ რევია და სხვები.
პრესაში წერენ, რომ დარბაზი სავსე იყო, მაყურებელთა უმრავლესობას კი ქალბატონები შეადგედნენ, რომლებმაც ”გოლოსის” ფინალისტი გელა გურალია ყვავილებში ჩაფლეს. მომღერლის დაცვას სამჯერ მოუწია სცენაზე ასვლა და ყვავილების უზარმაზარი თაიგულების გატანა.
”ეს განსაკუთრებული კონცერტია, მნიშვნელოვანი როგორც მაყურებლებისთვის, ისე არტისტებისთვის, რომლებიც სამშობლოდან შორს ცხოვრობენ. ეს კონცერტი ადამიანების – რუსებისა და ქართველების დაახლოების საშუალებას იძლევა. უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი ჩვენთანაა. ამდენი საუკუნეა გვერდიგვერდ ვცხოვრობთ და ჩვენს შორის მხოლოდ მეგობრობა უნდა არსებობდეს”
ზურაბ სოტკილავამ ქართველი კომპოზიტორების სამი რომანსი შეასრულა.
”არ მიყვარს მიკროფონით სიმღერა, მაგრამ დღეს ეს სიამოვნებით გავაკეთე. უზომოდ მენატრება ქართული სიმღერები და დღეს ვაჟა აზარაშვილის ახალი სიმღერა შევასრულე. ეს ულამაზესი სიმღერაა ქალებზე, მათ სილამაზეზე, იმაზე, რომ მათზე უნდა ვილოცოთ. მაყურებელსაც ძალიან მოეწონა და მეც. არადა ერთი პერიოდი, შარშანწინ, ვკვდებოდი და ვფიქრობდი, ვეღარც ვიმღერებ-მეთქი” .
მოსკოველი ქართველი არტისტების მომდევნო კონცერტი 2016 წლის 27 თებერვალს გაიმართება.
მასალა მომზადებულია: http://sputnik-georgia.com/ მიხედვით.