LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 საუკეთესო არომატი შექმნილი შემოდგომის სურნელით

მიუხედავად იმისა, რომ მზიანი ამინდები სულ უფრო იშვიათობა ხდება, შემოდგომის სეზონზეც შეიძლება სასურველი განწყობის შენარჩუნება და ამის საუკეთესო საშუალება სუნამოა. არომატი, რომელიც ქმნის ემოციას და გაბრუნებთ წელიწადის საყვარელ დროში. ჩვენ შევარჩიეთ შემოდგომის 8 უახლესი შემოთავაზება, რომელიც წელიწადის ნებისმიერი დროის მოყვარულს, აპოვნინებს საკუთარ სურნელს.

  1. Tom Ford-ის მიერ შექმნილი ახალი სუნამო PRIVATE BLEND FLEUR DE PORTOFINO თაფლის, აკაციისა და ციტრუსების სურნელს აერთიანებს, რასაც ნაზი ყვავილების აკორდები ემატება. ეს მეოთხე სუნამოა Neroli Portofino-ის კოლექციიდან.
  2. Jo Malone London-მა ასევე შემოგვთავაზა ახალი არომატი Mimosa & Cardamom, რომლის შემადგენლობაშია მიმოზა, ვარდი და ნუშის არომატი.
  3. სიახლეა Lancome-ს მოყვარულთათვის, ესაა არომატი La vie est belle Eau de Parfum Intense, რომელიც ლეგენდარული სურნელის La vie est belle-ს ახალი ვერსიაა. მისი მთავარი კომპონენტი კვლავ ირისი და ტყის თხილია.
  4. ბრენდი Victor&Rolf  კი არომატ Flowerbomb-ის 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით კომპანიის წარმომადგენლებმა სუნამოს ფლაკონი მთლიანად შეცვალეს.
  5. ბრენდმა Oriflame წელს შემოგვთავაზა ახალი სურნელი Giordani Gold Essenza, რომელიც ცნობილი პარფიუმერის, ფაბრისიო პელეგრენის მიერაა შექმნილი. სპეციალურად კომპანიისთვის პარფიუმერმა სრულიად ახალი სპეციფიკის სურნელი შექმნა, რომლის მთავარი ხაზი წარმოდგენილია ფორთოხლის ყვავილის ექსტრაქტით.
  6. Dolce&Gabbana-ს მიერ შემოთავაზებული სუნამო The One Essence ასევე შემოდგომის ჰიტია. ის ბერგამოტისა და მანდარინის ექსტრაქტითაა დამზადებული.
  7. Thierry Mugler– სუნამო Alien Oud Majestueux აღმოსავლური მოტივებითაა შექმნილი.
  8. ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური შემოთავაზებაა Etat Libre D’Orange-ს მიერ შექმნილი სურნელი Remarkable People, რომლის კომპოზიციაშია გრეიფრუტი, შამპანურის აკორდი, ნუში, ჟასმინი და შავი წიწაკა.

 

1

 

2

150008-LANCOME-NewLVEB-02-EDPIntense-V1

4

5

6

7

8