ნინა სუბლატი „ფეისბუქის“ გვერდზე აქვეყნებს ფოტოს ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური გვერდიდან, სადაც აღნიშნულია, რომ ესტონეთის პრემიერ-მინისტრის ცოლმა მიღებაზე ნინა სუბლატის სიმღერა შეასრულა.
თავად ნინა ამ ფაქტით გახარებულია და სტატუსში აღნიშნავს: „დღის მიწურულს ასეთი საყვარელი ამბავი თუ გამახალისებდა… ესტონეთის პრემიერი საქართველოს პრემიერ-მინისტრს – ირაკლი ღარიბაშვილს და დელეგაციას შეხვდა. ეს ქალბატონი ესტონეთის პრემიერის მეუღლეა და მან ამ შეხვედრაზე ჩემი სიმღერა „Warrior“ შეასრულა. ეს ძალიან მაგარია!“ – წერს ნინა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ზემოხსენებული კომპოზიციით ნინა სუბლატმა საქართველო „ევროვიზიის“ წლევანდელ კონკურსზე წარადგინა. მასზე დიდ იმედებს ამყარებდა და საკმაოდ კარგი გამოხმაურება ჰქონდა აუდიტორიის მხრიდან, ერთ-ერთ გამოკითხვაში კონკურსის ყველაზე ლამაზ მონაწილედაც დაასახელეს, ფინალშიც მოხვდა,თუმცა სამწუხაროდ, ნინამ „მებრძოლით“ მეთერთმეტე ადგილი დაიკავა.