Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ნოემბერი 6, 2015 – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The Wrap Covering Hollywood „მოირას“ შესახებ ბლოგს აქვეყნებს

Ardaidardo.Geროგორც ცნობილია აზიური ქვეყნების კინოფესტივალმა ლევან თუთბერიძის ფილმი „მოირა“ საუკეთესო ფილმად დაასახელა. დაჯილდოვება ლოს-ანჯელესში გაიმართა, გარდა ამისა, ფილმმა მოიპოვა აკადემიის წევრებისთვის დამატებითი ჩვენების უფლება, რომელიც დეკემბერში გაიმართება. სწორედ „მოირაა“ წარდგენილი წელს ოსკარზე საქართველოდან  და ამ ფილმს უკვე საკმაოდ დიდი რეზონანსი აქვს , მათ შორის უცხოურ მედიაში.

საიტი The Wrap Covering Hollywood აქვეყნებს ინტერვიუს რეჟისორთან, რომელიც ქართული კინოს წარმატებაზე საუბრობს : „ნელ-ნელა ქართული კინო მის პირვანდელ პრესტიჟს უბრუნდება“-ამბობს რეჟისორი. მისი თქმით, მან გადასაღებად შავი ზღვის პატარა ქალაქი აირჩია ლოკაციად და ეს იტალიური კინოს გავლენაა.

შეგახსენებთ, რომ ფილმი ზღვისპირა ქალაქში მცხოვრები ოჯახის ამბავს მოგვითხრობს. ციხიდან გამოსული მთავარი გმირი ცდილობს ოჯახი სიღარიბისგან დაიხსნას. მისი დედა საზღვარგარეთ მუშაობს, მამა, ინვალიდის ეტლსაა მიჯაჭვული. ძმა კი, კრიმინალურ სამყაროს უკავშირდება. მთავარი გმირი ნასესხები ფულით პატარა სათევზაო გემს ყიდულობს და თუ როგორ განვითარდება ფილმში მოვლენები, ამას მაყურებელი თავად იხილავს.