LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თეატრალურის კვარტეტი“ კიევში თბილისობისადმი მიძღვნილ კონცერტზე გამოვა

Ardaidardo.Ge„თეატრალურის კვარტეტის“ ბიჭები კიევში იმყოფებიან. იქ საქართველოს საელჩოსა და სათვისტომოს ორგანიზებით, თბილისობის დღესასწაულს აღნიშნავენ. 2-3- ოქტომბერს ანდრეევსკის დაღმართზე კონცერტები გაიმართება, 2-ში „თეატრალურის კვარტეტი“ ერთსაათიან სოლოპროგრამას წარადგენს მაყურებლის წინაშე.

 

ლაშა კერვალიძე, „თეატრალურის კვარტეტი“:

ამჟამად კიევში ვიმყოფებით და თბილისობისადმი მიძღვნილი ხვალინდელი კონცერტისთვის ვემზადებით. ღონისძიება დღის 12 საათიდან დაიწყება. იქნება ღვინისა და ქართული კერძების დეგუსტაცია. კონცერტს ჩვენ გავხსნით „თბილისოთი“, საღამოს კი ერთსაათიან პროგრამას წარვადგენთ. რეპერტუარში იქნება ქართული ტრადიციული ქალაქური სიმღერები, გიტარის თუ არანჟირებების თანხლებით.

საქართველოდან მხოლოდ ჩვენ ვართ, კონცერტში ასევე მონაწილეობს კიევის ქართული ცეკვის ანსამბლი.

ლაშა, რაიმე სხვა გეგმები გაქვთ?

დაგვიგროვდა სიმღერები და ვფიქრობთ ალბომის გამოცემას, თუმცა მანამდე, ოქტომბრის თვეში კლიპის გადაღება დავგეგმეთ. სიმღერის არანჟირება უკვე მზადაა, ცაბაძის „თბილისოს“ ახლებური ვერსიით ჩავწერთ და ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი გამოვა, შემდეგ კი ამ სიმღერაზე ვიდეოს გადავიღებთ.

Ardaidardo.Ge


Ardaidardo.Ge

ნინო მურღულია