Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
სექტემბერი 18, 2015 – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამამღერე“ – დათუნა სირბილაძის ახალი სიმღერის პრემიერა ”არ დაიდარდოში”

Ardaidardo.Geრადიო ”არ დაიდარდოს” დათუნა სირბილაძე ახალი სიმღერით ესტუმრა.

 

– დათუნა, როგორც ვიცი, ჩვენთვის რაღაც სიახლე გაქვს…

 

– კი, ნამდვილად ასეა. მაქვს ახალი სიმღერა, რომელიც ყველასათვის საყვარელ კომპოზიტორს ეკუთვნის. ეს გახლავთ ნატო გელაშვილი, რომელსაც განსაკუთრებულ პატივს ვცემ და მართლაც გამორჩეულად მიყვარს. სწორედ მას ეკუთვნის სიმღერა ”ამამღერე”, რომელიც ყოველთვის ძალიან მომწონდა. თავდაპირველი ვერსია იყო ლირიული რომანსი. თუმცა, როცა დავიწყეთ საუბარი იმაზე, რომ ეს სიმღერა მე უნდა შემესრულებინა, რაღაცეები შევცვალეთ. არანჟირების დროს სიმღერა ჩემს სტილს მოვარგეთ. ამიტომ ნატოს რეაქციაზე ძალიან ვნერვიულობდი. საბედნიეროდ, მას ძალიან მოეწონა.

 

– დარწმუნებული ვარ, ჩვენი რადიოს მსმენელი შენს ახალ სიმღერას ძალიან მალე შეიყვარებს.

 

– ახალი სეზონი დაიწყო და მინდა, რომ ეს სეზონი ამ სიმღერით პოზიტიურად დავიწყოთ. მიხარია, რომ ნამდვილად ენერგიული, მხიარული სიმღერა გამოგვივიდა. კიდევ ერთხელ მინდა, რომ ნატოს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო.

 

– დაბოლოს დათუნა, როგორია შენი სამომავლო გეგმები?

 

– გეტყვით, რომ რამდენიმე ახალ სიმღერაზე ვმუშაობ. მათ შორისაა ერთი ძალიან სერიოზული დუეტი, თუმცა ვისთან ამას ჯერჯერობით არ ვიტყვი. გპირდებით, რომ როცა სიმღერა მზად იქნება, მას პირველი სწორედ რადიო ”არ დაიდარდოს” მსმენელი მოისმენს.

დათუნა სირბილაძე – ამამღერე

AudioDATUNA-SIRBILADZE-AMAMGERE.mp3

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

Audiodatuna sirbiladze

 

Ardaidardo.Ge


Ardaidardo.Ge